პატრიკ კლუივერტი


სეზონი კლუბში: 1998-2004

თამაში: 255

გოლი: 122

 

 

სტატია Patrick Kluivert-სგან - "შავი პანტერა”

დაიბადა 1 ივლისს. 1976 წელს.

მას შემდეგ, რაც აიაქსმა ვერ შესძლო კრუზეიროდან ტალანტად აღიარებული რონალდოს "დათრევა" (რონალდო პსვ-ს ერგო), ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა ამოეყვანა კლაივერტი აიაქსის პირველი გუნდიდან. განაცხადა რა: "They have Ronaldo, but we have Kluivert”. ახალგაზრდა თავდამსხმელი იმავე სეზონში კარგად შეეწყო გუნდს, ისეთ იმედისმომცემ ტალანტებს როგორებიც იყვნენ: ზეედორფი, ოვერმარსი, დავიდსი, ვან დერ საარი, ლიტმანენი და დებურები, მათ გვერდით იყო გამოცდილი დენი ბლინდი და ფრენკ რაიკაარდი!!!. მის აიაქსის პირველივე სეზონში 25 თამაშიდან გაიტანა 18 ბურთი და ჩამორჩა მხოლოდ რონალდოს.

1994 წელს, ლიგის ფინალი, ვენაში, კლაივერტმა 69 წუთზე შეცვალა ლიტმანენი და თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე გაითამაშა კომბინაცია რაიკაარდთან და სებასტიანო როსის ერთადერთი ბურთი შეუგდო. გოლის აღსანიშნავად მან მაიკა შემოიბრუნა რათა ყველას დაემახსოვრებინა მისი სახელი.

95/96 სეზონში პატრიკა დასახელდა წლის ჰოლანდიელ ტალანტად ანდ ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელად. აიაქსმა მოიგო ჰოლანდიის თასი, ევროპის სუპერ თასი, საკონტინენტაშორისო თასი. გახდა ესპანეთის ჩემპიონი, კლაივერტის ანგარიშზე ჩემპიონატში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. ლიგაზე გაიტანა 5 ბურთი და საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს რეალ მადრიდთან, პატრიკამ და ლიტმანენმა 2-2 ჯერ გაუტანეს მეტოქეს, თუმცა თითო ბურთი ჩაუთვალეს მარტო და აიაქსმა 2-0 დაამარცხა რეალი. გუნდი მადრიდელი ფანების მიერ დასაჩუქრდა ტაშით და ოვაციით, ლიგის ფინალში იუვენტუსმა პენლების სერიით გაიმარჯვა.
მესამე სეზონი კლაივერტისთვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა, საგზაო შემთხვევამ და გაუპატიურების ბრალდებამ კერძო ცხოვრებას დაღი დაასვა, და მისი თანაგუნდელების კრიტიკის ქვეშაც მოექცა. მედია სასტიკად აკრიტიკებდა უახლოეს წარსულში გაღმერთებულ ტალანტს, ამის გამო მან აღარ ისურვა ჰოლანდიაში დარჩენა და იტალიას მიაშურა.

97/98 მილანის სასიკეთოდ კლაივერტმა გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზეზით რომ მის კუმირებს ვან ბასტენს და რაიკაარდს უდიდესი წარმატება აკავშირებდათ ამ კლუბთან. თუმცა მისი თამაში ვერ აეწყო, გაიტანა რა სულ 6 ბურთი სერია ა-ში. სეზონის ბოლოს დაინტერესებები იყო მანჩესტერიდან და არსენალიდან, თუმცა კლაივერტმა დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ტრანსფერების ბოლო დღეს ვან გაალი თვითონ ჩაფრინდა მილანში და დაიყოლია პატრიკა ბარსელონაში გადმოსვლაზე 15 მილიონ ევროდ.

ბარსელონა 1998-2004
პირველ სეზონში მიხედავად ადაპტაციის პრობლემებისა, კლაივერტმა უმალ ამოაგდო ძირითადიდან სონი ანდერსონი, და მისი ტექნიკის, სიძლიერისა და გუნდური თამაშის წყალობით უცბად შეეწყო გუნდს. რივალდოსთან ერთად ის დაამყარებსს გენიალურ დუეტს წლების მანძილზე. პირველივე სეზონში გაიტანა 15 ბურთი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. !!!!!!!!!!!!!!!!! ჩემპიონობა მოიგეს 11 ქულის სხვაობით.
99/00 სეზონი 15 ბურთი და 12 საგოლე გადაცემა, მიუხედავად იმისა რომ წინა სეზონთან 9 თამაშით ნაკლები ჩაატარა. ლიგაზე გაიტანა 7 ბურთი, გამოეთიშა ნახევარფინალში ლიგას და პრიმერა 2 ადგილას დაასრულა ბარსელონამ, ვან გაალი და ნუნიესი წავიდნენ და გასპარმა ჩაიგდო სათავეები ხელთ …. დაიწყო სპორტული და ფინანსური კრიზისი.
მის მესამე სეზონში კლაივერტმა გაიტანა 25 ბურთი. 18 პრიმერაში, 2 თასზე და 5იც ევროპაში. მწვრთნელი ფერერი ბარსელონას დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა, ამიტომ კლაივერტი ხშირად განწესებული იყო როგოც ერთადერთი თავდამსხმელი შეტევის ხაზში. პრიმერაში 4 ადგილი და ლიგაზე ჯგუფში 3 ადგილი. დიდი შახლა შემოხლის მერე მან გააგრძელა კოტრაქტი 2006 წლამდე.
01/02
18 გოლი პრიმერაში და 7იც ლიგაზე. ბარსამ შეიძინა ძვირი შენაძენი სავიოლას სახით. რივალდოს ხშირმა ტრამვებმა გამოიწვია კლაივერტ-სავიოლას დუეტის ჩამოყალიბება. რექსაჩი ხშირად აყენებდა კლაივერტს გამთამაშებლის პოზიციაზე სავიოლას უკან. ამ სეზონში მათ ერთად 50 ბურთამდე გაიტანეს.

შემდეგ სეზონში ბარსას კრიზისი გამძვინვარდა, რაც ვან გაალის დაბრუნებამაც ვერ უშველა.რივალდოს გაშვებაც დაემატა.პატრიკას მონაგარი: 16 გოლი პრიმერაში, ლიგაზე 5 გატანილი ბურთი.

03/04 წარუმატებელი გამოდგა პატრიკ კლაივერტისთვის. კლუბის პრეზიდენტი გახდა ლაპორტა, რომელსაც დახვდა გასასტუმრებელი ვალები წინა ხელმძღვანელობისგან. ახალი მწვრთნელი რაიკაარდი, რომელიც უკვე მესამე შემთხვევა იყო რომ მუშაობდა კლაივერტთან ერთად. ჰოლანდიელმა ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების დამტკიცება ყოფილი თანაგუნდელისთვის, სულ 8 ბურთის გატანა მოახერხა. (11 თამაში ძირითადში, 10 ჯერ შეცვლაზე),თუმცა მან მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი ბურთის გატანა მადრიდის კარში, (შეცვლაზე) ამას თან სდევდა გაუთავებელი ტრამვები იანვრიდან მოყოლებული. მედია კვლავ დაუპირისპირდა კლაივერტს. ხელმძღვანელობას უნდოდა რომ კლაივერტს დაეტოვებინა გუნდი, მისი მაღალი ხელფასი საკმაოდ აწვათ მათ კისერზე, ამიტომ ის დათანხმდა გაენახევრებინა ხელფასი, თუმცა მიუხედავად ამისა ხელმძღვანელობამ მაინც დასვა ტრანსფერზე, კონტრაქტის გათვალისწინებით მისი სატრანსფერო თანხა დაფიკსირებული იყო არაუმეტეს 1.8 მილიონი ევრო. და ამიტომაც ბარსამ თავისუფალ ტრანსფერზე დააყენა კლაივერტი.

ბევრს აღარ შეგაწყენთ მისი შემდგომი გამოსვლით სხვა კლუბებში.
04/05 ნიუკასლი
05/06 ვალენსია (სამწუხაროდ ტრამვების გამო ვერ მოუწია ბარსასთან დაპირისპირება რასაც სულმოუთქმენლად ველოდი)
06/07 პეესვე
07/08 ლილი

ცოტაოდენი ინფორმაცია კლაივერტის სანაკრებო კარიერის შესახებ.

დებიუტი შესდგა 16 ნოემბერს, 94წლის, როგორც ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებებს შორის, დიკ ადვოკაატმა გადაწყვიტა ახალგაზრდა ტალანტის ნაკრებში გამოძახება, პატრიკს ამ დროისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში მხოლოდ 9 თამაში ჰქონდა ჩატარებული. მისი მეორე გამოჩენა ნაკრებში 2 გატანული ბურთით დასრულდა, ამჯერად გუს ჰიდინკის მეთაურობით, ირლანდიის წინააღმდეგ, სადაც ჰოლანდიის ევრო 96ზე გასვლის ბედი წყდებოდა. ჰოლანდიამ 2-0 დაამრცხა მეტოქე. ევრო96 ზე ყოფილი ტრამვის გამო კლაივერტი ძირითადათ შეცვლებზე შემოდიოდა, თუმცა მაინც მოახერხა ინგლისის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბურთის გატანა.
საფრანგეთში 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გახსნით მატჩში, ბელგიელმა მცველმა პროვოცირება მოახდინა კლაივერტის, რაზეც მან რეაგირება გააკეთა და ამით ის 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, მედია კვლავ შემობრუნდა კლაივერტის წინააღმდეგ, გუს ჰიდინკმა მერვედფინალში არ შეიყვანა მოედანზე, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებმა მოახერხა გასცდენოდა მეტოქეს და დაუპირისპირდა არგენტინას. პატრიკმა გახსნა ანგარიში მშვენიერი კომბინაციის შედეგად თუმცა მისი გატანილი ბურთის სილამაზე აშკარად გადაფარა ბერგკამპის ლეგენდარულმა ბურთმა ტაიმის მიწურულს. კლაივერტმა ბრაზილიასთან კვლავ გაიბრწყინა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და პენლების სერიით ჰოლანდია კვლავ გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს. (ჩემი პირადი აზრით ფინალში გასვლას იმსახურებდა)
ევროპის მომდევნო ჩემპიონამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ბელგიის წინააღმდეგ რომელიც დამტავრდა 5-5, კლაივერტმა 3 ბურთი გაიტანა. და პირველი ბურთი აღნიშვნის ღირსია, რომელიც ცარიელ კართან მიიტანა, გააჩერა ხაზზე და ბელგიელ მცველს გახედა სარკასტულად, რომელმაც პროვოცირება გამოიწვია მისი გასულ მსოფლიოზე. ეს იყო მისი შურისძიება.
ევროპის ჩემპიონატზე რომელიც სანახევროდ ჰოლანდიაში გაიმართა, კლაივერტმა აქაც გაიბრწყინა, დაამთავრა რა ჩემპიონატის ბომბარდირის რანგში სავო მილოშევიჩთან ერთად. 5 გატანილი ბურთით. თუმცა ჰოლანდიის ნაკრებს მერამდენედ უმტყუნა ბედმა და პენლების სერიით გამოეთიშა ნახევარფინალში ჩემპიონატს.

ევრო 2004, შესარჩევი ციკლი, ფანები მოითხოვდნენ თაობების ცვლას ნაკრებში, შოტლანდიის წინააღმდეგ როდესაც გუნდი უკვე 6-0 იგებდა, 78 წუთზე მოედანზე კლაივერტი შევიდა. ჰოლანდიელი ფანები მასიურად პროტესტიტ და სტვენით შეხვდა ჰოლანდიის ყველა დროის გოლეადორს. (ნეტა მათ ტვინში ჩამახედა) ამ მომენტში მისი სანაკრებო კარიერა ფაქტობრივად დამტავრებული იყო.
ევრო2004-ზე ჰოლანდიის მწვრთნელმა კვლავ DICK ადვოკაატმა მაინც წაიყვანა კლაივერტი, თუმცა ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც ყველა მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ვანბასტენის მოსვლამ უფრო გააუარესა მისი მდგომარეობა ნაკრებში, მან მოკვეთა ნაკრებიდან დიდი სახელები, ერთერთი იყო პატრიკ კლაივერტი. მიუხედავად ამისა პატრიკს ოფიციალურად არ განუცხადებია მისი სანაკრებო კარიერის დამთავრების შესახებ. იგი კვლავ რჩება ჰოლანდიის ნაკრების საუკეტესო გოლეადორად 40 გატანილი ბურთით. უსწრებს 3 ბურთით დენის ბერგკამპს.
სულ კარიერაში 559 შეხვედრიდან აქვს გატანილი 246 ბურთი და ალბათ ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული : )

Dutch League Champion: Ajax (1994/1995), Ajax (1995/1996), PSV (2006/2007)
Dutch Super Cup Winner: Ajax (1994), Ajax (1995)
Spanish League Champion: ბარსელონა (1998/1999)
UEFA Champions League Winner: Ajax (1994/1995)
European SuperCup Winner: Ajax (1996)
FIFA Worldcup for Clubs Winner: Ajax (1995)

 

 

 

 

სტატია busquets-ისგან - "პატრიკ კლუივერტი ტულპანი, რომელიც დაჭკნა…”

სიხარულით და ემოციით ვწერ სტატიას პატიკ კლუივერტზე. სიხარულით იმიტომ, რომ დიდიხანია ვოცნებობ დავწერო სტატია საყვარელ ფეხბურთელზე. ემოციურად ეს იმიტომ, რომ ჰოლანდიელიმა შავმა მარგალიტმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, ჩემთვის პირადად დიდი ტრაგედიაა, როცა ვხვდები, რომ ის ვერასოდეს ვეღარ გაგვახარებს თავისი ელეგანტური თამაშით…

 

სახელი:პატრიკ სტეფან კლუივერტი.

დაბადების თარიღი: 1 ივლისი, 1976წ.

დაბადების ადგილი: ამსტერდამი, ნიდერლანდები.

სიმაღლე: 192სმ.

პოზიცია: თავდამსხმელი.

კლუბები: აიაქსი (1994/97წ.წ.), მილანი (1997/98წ.წ.), ბარსელონა (1998/04წ.წ.), ნიუკასლი (2004/05წ.წ.), ვალენსია (2005/06წ.წ.), პ.ს.ვ. (2006/07წ.წ.), ლილი (2007/08წ.წ.);

 

 

პატრიკ კლუივერტი დაიბადა ამსტერდამში, ნიდერლანდების დედაქალაქში, 1976 წლის 1 ივლისს, ზუსტად ამ დღეს დაიბადა მეორე ჰოლანდიელი ბომბარდირი რუდ ვან ნისტელროი, მას ცოტა არ გაუმართლა ვინაიდან პატიკი 10 წლის მანძილზე ნაკრების წევრი იყო და ფეხიც მყარად მოეკიდა და ამიტომაც რუდი პატიკის დუბლიორი იყო მანამ, სანამ არ წავიდა ნაკრებიდან.

მაგრამ ფაქტია ეს დღე ჰოლანდიური ფეხბურთისთვის ერთ-ერთი იღბლიანი დღეა!

პატრიკი ჭეშმარიტ საფეხბურთო ოჯახში დაიბადა, მამამისი კენეტი, წარმოშობით სურინამელი იყო, იგი სამსობლოში კლუბ "რობი ჰუდში” მარცხენა ვინგერად თამაშობდა. ფეხბურთს თამაშობდნენ პატრიკის და-ძმაც, რენატო და ნატაშაც… როგორც ჩანს პატრიკი დაბადებული იყო იმისათვის, რათა ფეხბურთელი გამხდარიყო, გახდა კიდეც, თან როგორი…

როგორც თითქმის ყველა ვარსკვლავი მანაც ქუჩაში დაიწყო თამაში. დროთა განმავლობაში პატრიკი საფეხბურთო სკოლაში ჩაეწერა, პირველი მისი კლუბი (ახალგაზრდული) იყო ჩრდილო-ამსტერდამული "შელინგვუდი”. ახალგაზრდა პატიკისათვის კუმირი იყო მარკ ვან ბასტენი, ის მისთვის უბრალოდ, რომ ვთქვათ იდეალს წარმოადგენდა.

"შელინგვუდში” გატარებული ერთი წლის შემდეგ პატრიკი ჰოლანდიური და ევროპული ფეხბურთის გიგანტის, "აიაქსის” სკოლაში მოხვდა, ამ კლუბმა კი იცის თუ, როგორ უნდა გაზარდოს ჩვეულებრივი ბიჭისგან ვარსკვლავი. აკადემიაში პატრიკი თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე და იმედისმომცემ ფეხბურთელადაც ითვლებოდა. თამაშების დროს კი აუტის ხაზზე დარბოდა და ფეხბურთელებს ბურთს აწვდიდა, ამას ის დღემდე სიამაყით იხსენებს ხოლმე, იგი ხომ მის კუმირებს აწვდიდა ბურთს და საშუალების შემთხვევაში ეხებოდა კიდეს მათ: ვან ბასტენს და რაიკაარდს. ალბათ ის იცით, რომ აიაქსის ყველა ასაკობრივი გუნდი ერთი სქემით თამაშობს. ამიტომაც ახალგაზრდა ფორვარდი მალევე მოხვდა ძირითად გუნდში. იმჟამინდელი "აიაქსის” მთავარი მწვრთვნელი ლუი ვან გაალი იყო, კლუბს ახალი ცენტრფორვარდი ესაჭიროებოდა ვინაიდან კლუბიდან წავიდა შტეფან პეტერსონი.  ლუი კი, როგორც ცნობილია ფსონს ჩამოდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომელთაც სურს ფეხბურთის თამაში და არის ნიჭიერი. ამრიგად ასეთი დამოკიდებულების შედეგად გუნდში მოხვდნენ: ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, ედვინ ვან დერ სარი, ნვანკო კანუ, ძმები დე ბურები და კიდევ სხვანი… ამ ბიჭებს შორის თავისი ადგილი იპოვა და თავისი სიტყვა თქვა პატრიკ კლუივერტმაც იმითი, რომ 18 წლის ასაკში ძირითად ფორვარდად ჩამოყალიბდა!

კლუივერტს "აიაქსში” დებიუტი 1994 წლის 21 აგვისტოს ქონდა, ჰოლანდიის სუპერთასზე, "ფეინოორდის” წინააღმდეგ.  მან დიდხანს არ აცდევინა "აიაქსის” ქომაგებს და სადებიუტო თამაშშივე გაიტანა თავისი პირველი გოლი ჰოლანდიური გიგანტის შემადგენლობაში. გამოიყენა რა მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული ჩაწოდება და არ ააცდინა მიზანს.

პირველ პროფესიონალურ სეზონში მან "აიაქსის” შემადგენლობაში ჩაატარა 25 მატჩი და გაიტანა 18 გოლი(!) და გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა 10 თამაში და გაიტანა 2 გოლი.  ამ ორ გოლში იყო ერთი გოლი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა და აქცია იგი ლეგენდად. 1995 წლის 24 მაისს, ვენაში "ერნსტ ხაპელის” სტადიონი, ავსტრია მასპინძლობდა ჩემპინთა ლიგის ფინალს, "აიაქსსა” და "მილანს” შორის.

საკმაოდ მოსაწყენი მატჩი იყო, თამაში იქითკენ მიემართებოდა, რომ ნულოვანი ფრე უნდა დაფიქსირებულიყო და ალბათ შემდეგ დამატებითი დროც დაიწყებოდა. მატჩის 69 წუთზე კლუივერტი შეუშვა მოედანზე ლუი ვან გაალმა იარი ლიტმანინენის ნაცვლად.

85 წუთზე მარკ ოვერმარსმა პასი გაუკეთა ედგარ დავიდს, ამ უკანასკნელმა ბურთი ფრანკ რაიკაარდს გასააწოდა და ფრანკმა კი პატრიკს უპასა. პატიკი მეკარის მოედანში შეიჭრა და უნდა წაქცეულიყო, მაგრამ მან მოასწრო ბურთისთვის ფეხის მირტყმა, რაშიც ხელი ვერ შეუშალა სები როსიმ და პატრიკმაც”აიაქსს” მორიგი ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოაგებინა! გააცნობიერეთ ეს გააკეთა ბიჭმა, რომელსაც ჯერ კიდევ ცხრამეტი წელი არ  შესრულებოდა!

აი რას ამბობს ჰოლანდიელთა შავი მარგალიტი:

-არ არსებობს სიტყვა, რომლითაც მე შევძლებდი გადმომეცა ის თუ რას ვგრძნობდი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბიჭს გააქვს გადამწყვეტი გოლი და ეს ბიჭი -შენ ხარ! ბიჭებმა გამარჯვება ავღნიშნეთ სასტუმროში. შმდეგ დავბრუნდიტ ამსტერდამში და თ, ლ "ს” ა. თ. ს! ა. ა. მაგრამ, როგორც ვიცით პატმა (ასე ეძახის მას დედა) კიდევ ითამასა "აიაქსში” და კლუბი მხოლოდ 1997წელს დატოვა, როგორც თავისუფალმა აგენტმა. "აიაქსის” შემადგენლობაში(ჰოლანდიის ჩემპიონატი) ჩაატარა 70 თამაში და გაიტანა 39 გოლი, 22 მატჩი და 9 გოლით კი კლუბს შეეშველა ევროთასებზე, ჯამსი კი ყველა ტურნირში ჩაატარა 116 თამაში და გაიტანა 58 გოლი.

პატრიკი მიხვდა, რომ გაიზარდა ჰოლანდიის ჩემპიონატისთვის ისე, რომ უკვე "სხვენს არტყამდა თავს” და "მილანში” გადაბარგდა, მაგრამ გულახდილად, რომ ვთქვათ 1996/97 წ.წ. სეზონში მან თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მას ჩვევია. "მილანში” მას დახვდა მისი მეგობრები: პიტბული-ედგარ დავიდსი და აირწინაღი-მიხაელ რაიციგერი. მიუხედავად ამისა მას თამაში არ გამოსდიოდა, მაგრამ მაინ მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი გოლის გატანა "იუვენტუსისთვის” "ბერლუსკონის თასზე”.

"მილანმა” ყველა და ყველაფერი იყიდა ირგვლივ, როგორც "მადრიდის რეალმა” და შემდეგ აღარ იცოდა რა ექნა ამდენი ფეხბურთელებისათვის.  პატი იტალიაში ერთი სეზონი იყო, 26 თამაშში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა და რამდენიმეც იტალიის ჩემპიონატში. ალბათ იტალიური კალჩიო არ იყო შესაბამისი ჭანჭიკი კლუივერტისთვის ისევე, როგორც ანრისათვის.

მან გეზი კატალონიისკენ აიღო და "ბარსელონას” მაისური მოირგო, ამდროისათვის "ბარსას” ლუი ვან გაალი წვრთვნიდა, სწორედ ამ დროს შეიკრიბა "ნარინჯისფერი კოლონია” კატალონიაში. პატრიკი ამბობს, რომ:

-ქალაქი ბარსელონა არის ესანიშნავი, სადაც ცხოვრება არის მარტივი ისევე, როგორც ფეხბურთის თამაში, თან არც გულშემატკივრები ერევიან შენს აი მილანში კი ყველაფერი პირიქითაა.

თავის პირველ კატალონიურ სეზონში 35 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა!

კლაივერტის "ბარსელონური” კარიერა იყო მის კარიერაში კულმინაცია და პიკი. თავისი სიამოვნებისთვის თამაშობდა და უამრავი გოლიც გაქონდა. მართალია პარტნიორებიც არაჩვეულებრივები ყავდა: დე ბური, გვარდიოლა, რივალდო, ფიგუ, პეტი,

სავიოლა, პუიოლი, ოვერმარსი, ლუის-ენრიკე და კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი. ერთადერთი რაც იყო ცუდი ეს იყო ის, რომ

არ იყო ტიტულები. მართალია პატიკი ცდიოლბად, და გვახსოვს "ბარსელონა”- უშაბაშო, ლამაზად  მობურთავე და

რომანტიული, მაგრამ ეს არ არის ხოლმე საკმარისი ტიტულების მოსაგებად.

სამწუხაროა, მაგრამ პატრიკმაც დაბერება დაიწყო და ტრავმებს ადვილად იღებდა. მას გართობა უყვარდა და ალბათ არც იყო მის ლექსიკონში სიტყვა "განრიგი”. რამდენი სკანდალი იყო მის კარიერაში!

ასამართლებდნენ იმისათვის, რომ შემთხვევით მანქანით გაიტანა ფეხითმოსიარულე ქალი. ერთმა გოგონამ კი უჩივლა მას, მოტივად კი მოიყვანა ის, რომ პატრიკმა ის გააუპატიურა. ისნაკრებშიც გაეხვა სკანდალში, როცა შავკანიანმა ფეხბურთელებმა

ორგია მოაწყვეს. მოკლედ ის იყო ადამიანი, რომელიც არანაირ სიამოვნებას არ იკლებდა და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა.

ცხოვრების ასეთიმა წესმა და გამუდმებულმა ტრავმებმა იგი იქამდე მიიყვანა, რომ ფორმიდან ამოვარდა და მისი ადგილი აღარ იყო კლუბში, თან იმდროინდელ "ბარსელონას” ახალი კუმირები ყავდა(მაგ: რონალდინიო).

მისი ბავშვობის ერთ-ერთი კუმირი, ფრანკ რაიკაარდი დაინიშნა მთავარ მწვრთვნელად "ბარსელონაში” და სწორედ ეს იყო ის ადამიანი, რომელმაც იგი კლუბიდან გაუშვა. ესპანეთის ცემპიონატში, "ბარსელონას” მაისურით მან 182 მატჩი ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა, სულ კი "ბარსელონაში 251 ჩატარებულ შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა.  თავისი  გატანილი  გოლებით  იგი პრიმერაში მეხუთეა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა” მერე მისი კარიერა ძირს დაეშვა, გადაბარგდა რა "ნიუკასლ იუნაიტედში”, სერ ბობ რობსონთა.

მან ინგლისში ჩაატარა  25 თამაშშო და 13 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა ესპანეთში, ამჯერად "ვალენსიაში” ჩაირიცხა აქაც ერთი სეზონი ითამაშა და  10 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

მრისხანე ბომბარდირმა საბოლოოდ დაკარგა სათამაშო ფორმა, გარდა ამისა ტრავმა ტრავმაზე ქონდა და ყველა აცნობიერებდა,

რომ მისი საუკეთესო დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა. იგი ჰოლანდიაში დაბრუნდა, მაგრამ "პ.ს.ვ_ში” და არა მსობლიურ "აიაქსში”, ეს ყველასთვის დიდი შოკი იყო, ამსტერდამელისთვის "პ.ს.ვ” ხომ მოსისხლე მტერია? პასუხი ერთია მას მხოლოდ

თამაში სურდა… რაც მან აქ მოახერხა ეს იყო, რომ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი.

როგორც აღმოჩნდა არც ჰოლანდია აღმოჩნდა ბოლო ქვეყანა სადაც ის ბურთს გააგორებდა და საფრანგეთში "ლილში” გადაბარგდა. ნამდვილად დიდი მოვლენა იყო ჩრდილო ფრანგული კლუბისთვის პატრიკ კლუივერტის გუნდში მისვლა, აქამდე ხომ აქ არ ეთამაშა ამ დონის ფეხბურთელს. "ლილში” იგი ერთი სეზონი იყო და 14 თამაშში 4 გოლი გაიტან, მინდა ვთქვა, რომ პირადად ყველა გოლი და თამაში ვნახე მისი "ლილში” და გული მწყდება, რომ იგი უკვე ვეტერანია…

 

ეროვნული ნაკრები

 

მინდა, რომ ცალკე ვილაპარაკო მის კარიერაზე ეროვნულ გუნდში. იგი ხომ ყველადროის საუკეთესო მეგოლეა "ტულპანებისა”.

გაიტანა რა 40 გოლი 79 შეხვედრაში.

მისი დებიუტი გუნდში 1994 წლის 16 ნოემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ შედგა. მოხვდა ევრო-96_ზე სადაც გაეხვა სწორედ ზემოდხსენებულ სკანდალში.  იყო დაპირისპირება თეთრებსა და "სურინამის შვილებს” შორის, მაგრამ როგორც პატრიკი ამბობს ამ კონფლიქტის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ვიღაც მეტს თამაშობდა და ვუღაც არა, არამედ ის, რომ ბოთლებზე იჯდნენ ზოგ-ზოგიერთები.

მე მანც მგონია, რომ მას ეს ჩემპიონატი აქტივში უნდა ჩაეთვალოს, იმისდამიუხედავად, რომ მუხლის ტრავმა ქონდა,  იგი შოტლანდიასთან შეცვლაზე შემოუშვეს თან გოლის ავტორის ხორდი კრუიფის ნაცვლად, შვეიცარიასთან  კი ბოლო წუთებზე ითამაშა. შემდეგ იყო ინგლისი, იგი მოედანზე 72 წუთზე გავიდა და გოლიც კი გაიტანა!!  მაგრამ ინგლისელებმა ჰოლანდიელები მაინც გაანადგურეს 4:1.  ნახევარფინალში იყო საფრანგეთი, აქ იგი უკვე ძირითადში იყო,

ძირითადი დრო 0:0 მორჩა, პენალტების სერიაში პატმა თავისი გაიტანა, მაგრამ კლარენსმა გააცუდა და საბოლოოდ გამოვარდნენ კიდეც.

ევრო-2000 კი მისი ფენეფისის არენა გახდა. სწორედ ამ ჩემპიონატში გაიტანა დე-იურე 5 და დე-ფაქტო 6 გოლი.არასოდეს დამავიწყდება მისი არაჩვეულებრივი თამაში იუგოსლავიის წინააღმდეგ, მან პოკერი შეასრულა, მაგრამ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს და დეიან გოვედარიცას ჩაუთვალეს, როგორც ავტოგოლი. ამის სესახებ თვითონ პატრიკმა განაცხადა.

მსოფლიო 2002 ჰოლანდიელები ვერ მოხვდნენ. ჰოლანდიის ჯგუფიდან კი პორტუგალია და ირლანდია გავიდნენ.

 

რაც შეეხება მის ამჟამინდელ მოღვაწეობას იგი "აზ-ალკმაარის” სამწვრთვნელო შტაბში მუშაობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე მას ვიხილავ "ბარსელონას” მთავარ მწვრთვნელად…

 

ვინც ამ სტატიას ბოლომდე წაიკითხავ, მიხვდება ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ და გაუჩნდება საკუთარი აზრი ან დადებითი ან უარყოფითი ან შეიძლება რაღაც სხვა… მაგრამ მიზანი ერთი მქონდა, ის რომ არავის არ დაგვევიწყებინა ჰოლანდიური შავი მარგალიტი, სხვისი არ ვიცი მაგრამ პატრიკ კლუივერტი ჩემს გულში მუდამ იქნება, როგორც სიმბოლო ჩემი "ბარსადმი” სიყვარულისა, მე ხომ კლუიმ შემაყვარა ეს კლუბი….

 

ტიტულები:

 

აიაქსი:

ჰოლანდიის სუპერთასი: 1994, 1995
ჰოლანდიის ჩემპიონატი: 1995, 1996
ჩემპიონთა ლიგა: 1995
ევროპის სუპერთასი: 1995
საერთაშორისო ასი: 1995

ბარსელონა:
ესპანეთის ჩემპიონატი: 1999

პ.ს.ვ:
ჰოლანდიის ჩემპიონი: 2007


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.