სატრანსფერო ციებ-ცხელება
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატისას შეძლებენ გამოიყენონ საკუთარი ანგარიშები, რომლებიც გახსნილი აქვთ ამა თუ იმ სოციალურ ქსელში. ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არ დატოვა "ბარსელონას" კარის დარაჯმა ვიქტორ ვალდესმა, რომელიც ძალიან გახარებული იყო.
მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტული დირექტორი ხოსე ლუის პერეს კამინერო სამშაბათს კატალონიაში იყო ჩასული. იგი "ბარსელონას" ხელმძღვანელობას ესტუმრა. მისი მთავარი მიზეზი იყო არენდის სახით წაეყვანა კრისტიან ტელიო, ისააკ კუენკა და სერჟი რობერტო.
6 ივნისი
1970 წლის 6 ივნისს, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი გაიმართა. ესპანეთის თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, მადრიდის "რეალს", "ბარსელონასთან" 1:0 ჰქონდა მოგებული. კატალონიაში მიმდინარე შეხვედრის მე-60 წუთზე, "ბარსა" 1:0 იგებდა, როდესაც მსაჯმა, ემილიო გურუჩეტამ მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა საჯარიმოდან ორ მეტრში წესების დარღვევის გამო. სტუმრებმა პენალტის გატანა მოახერხეს და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 2 წუთის შემდეგ, მსაჯმა კატალონიელები კაცნაკლული დატოვა. "ბარსას" ფეხბურთელებმა, პროტესტის ნიშნავ, მოედანი დატოვეს, მაგრამ ცოტა ხანში, ისინი თამაშის გაგრძელებაზე დაიყოლიეს. შეხვედრის განახლებიდან მცირე ხანში, "ბარსელონას" გულშემატკივრები სტადიონზე შეცვივდნენ, რის შემდეგაც, გურუჩეტასა და მის თანაშემწეებს, გასახდელში დამალვამ მოუწიათ. საბოლოოდ, "ბარსას" სერიოზული ფინანსური სანქცია დააკისრეს, გურუტეჩას ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო "რეალი" შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ მატჩის შემდეგ, გურუტეჩას "კამპ ნოუზე" აღარასდროს უმსაჯია.