მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ СМИ_თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზად არის კატალონიელებთან შესახვედრად.
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ СМИ_თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზად არის კატალონიელებთან შესახვედრად.
"ბარსელონას" ფეხბურთელები ემზადებიან ხვალინდელი მატჩისთვის, რომელიც "ლევანტეს" წინააღმდეგ ხვალ 23:00_ზე გაიმართება.

პელე: "ნეიმარი ჩემზე უკეთესი იქნება"
"მიყვარს "ბარსელონას" თამაშის ყურება. ისინი ამ დროსიათვის საუკეთესოდ ითვლებიან"
"ბლაუგრანა" ახლა იგივე დონეზეა, რაზეც ჩემი "სანტოსი" იყო"
გვარდიოლა-23 მატჩი, 23 სხვადასხვა გუნდი

სპეციალური გეგმა მესისთვის
ლეო ხვალ ითამაშებს, სამშაბათს დაისვენებს და ექნება პერსონალური ვარჯიში "ელ კლასიკოსთვის" მოსამზადებლად
ინიესტა: "მადრიდში მოსაგებად მივდივართ"
ბართომეუ ირწმუნება, რომ აბიდალი კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გვარდიოლა-პრიმერას საუკეთესო
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა პეპემ, განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კატალონიის "ბარსელონა" ამ დროსიათვის მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. პორტუგალიელის თქმით ყველა გუნდს თავისი ფილოსოფია გააჩნია, რითიც ისინი ბრწყინვალებას ამტკიცებენ.
როგორც იქნა ასრულდა ბევრი "ბარსელონას" გულშემატკივრის ოცნება. "ბლაუგრანას" ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ვარცხნილობა შეიცვალა. მან თმა გუშინ შეიჭრა და სურათი საკუთარ "თვითერზე" განათავსა.
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იმ ხალხის აზრს პატივს არ სცემს, ვინც ფიქრობს, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული უკვე გარკვეულია. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ამბობს, რომ მადრიდის "რეალი" ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ამ დროისათვის "თეთრებს" ერთით მეტი თამაში აქვთ ჩასატარებელი ვიდრე "ლურჯ–ბროწეულისფერებს" და ქულათა შორის სხვაობა სამი ქულაა.
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა, განაცხადა, რომ გასულ სეზონში ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში ყოფნისას ბოლომდე იხარჯებოდა და არ ფიქრობდა თუ რა მოხდებოდა მომავალში.
კომიტეტმა პიკე მხოლოდ 1 მატჩით დასაჯა.
გუშინ ბარსელონაში ახალი მაღაზია გაიხსნა. მაქსველის და ადრიანოს ცოლები ამის ერთ–ერთი მთავარი წამომწყებები არიან. მაღაზიაში შეტანილია "მონალიზას" ბრენდის ტანისამოსი. გუშინ გაყიდვაში მხოლოდ ბავშვთა ჩასაცმელი იყო. გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ "ბარსას" სხვა ფეხბურთელებიც, მაგალითად პინტო. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" მეორე მეკამემ ბევრი იხალისა დანი ალვესის ქალიშვილებთან ერთად. საბოლოო ჯამში ყველაფერი წარმატებით დასრულდა და ორმა ბრაზილიელმა მოთამაშემ სურათიც გადაიღეს მაღაზიის მეპატრონეებთან, თავის ცოლებთან ერთად.
"FIFPro–მ", პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა სია იმ 55 ფეხბურთელისა, რომელსაც აქვს შანსი შევიდეს 2011 წლის საუკეთესო გუნდში. ამ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტნი "ბარსელონელები" არიან. კატალონიური გრანდიდან წარდგენილნი არიან 11 მოთამაშე: ვალდესი, აბიდალი, ალვეში, პიკე, პუიოლი, ბუსკეთსი სესკი, ინიესტა, ჩავი, მესი და ვილა. 50 000–ზე მეტმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ფინალისტთა გამოვლენის ხმის მიცემაში.