”ბარსელონა” - ”ვალიადოლიდი” (,,ემდ”-ს შეფასებები)

”ბარსელონა” - ”ვალიადოლიდი” (,,ემდ”-ს შეფასებები)

სურათზე: 4 ვარსკვლავი - ძალიან კარგი (მაქსიმუმი); 3 ვარსკვლავი - კარგი; 2 ვარსკვლავი - ნორმალური; 1 ვარსკვლავი - ცუდი. გულშემატკივრების რაოდენობა; შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე - ტურე.

მესიმ, პუიოლმა, ტურემ და პედრომ უმაღლესი შეფასება - 4 ვარსკვლავი მიიღეს.

ტურე - საუკეთესო. ,,არ იყიდება". ვინც უნდათ ის მოიყვანონ, მაგრამ ამ ფეხბურთელს ხელი არ ეხლოს. ტანკი და არტისტი ერთ მოთამაშეში. იმსახურებდა ჩემპიონატის ასეთ ბრწყინვალე დასასრულს. ,,ჩელსიში" რომ თამაშობდეს 40-50 მილიონს მოგვთხოვდნენ.

ვალდესი - ,,ზამორა". ,,მუნდიალით" თუ მის გარეშე, ეს ფეხბურთელი სამგზის ,,ზამორაა". თავიდან შოკი განიცადა, მაგრამ შემდეგ გონზე მოვიდა და მშვიდად თამაშობდა.

ალვეში - მიუკარებელი. რაღაც საოცარი ფიზიკური ძალის პატრონი. ის ბოლო წუთებზეც იყენებდა ამას და დიდ პრობლემებს უქმნიდა მეტოქეს.

პუიოლი - წერს თამაშის სცენარს. თუ გუნდი შეცდა, მისი ალღოს და წინასწარხედვის უნარის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს. 0:0-ზე ისეთივე მნიშვნელოვანი რამ გააკეთა, როგორიც მეტოქის კარში გოლის გატანაა. ის თამაშის ხასიათს ცვლის. უფფფფ!!!!!

პიკე - უშეცდომო. უმაღლეს დონეზე ითამაშა მთელი სეზონი, თან ამაში ტრავმებიც უშლიდა ხელს. მისი თამაში აღფრთოვანებას იწვევს.

ბუსკეტსი - დამაჯერებელი. წელს ძირითადის მოთამაშე იყო და მისი პროგრესი სახეზეა. ჩავის არყოფნაში გუნდს სისწრაფეს და რისკიან თამაშს მატებდა. გრანდიოზულ ტურეს ყველანაირად უწყობდა ხელს.

კეიტა - კონტაქტური. გვარდიოლას შესანიშნავი დამხმარე და მისთვის შეუცვლელი მოთამაშე. არასდროს სჭირდება რაიმე მითითება, ის ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებს დავალებებს, მწვრთნელები ამას აფასებენ.

პედრო - აღიარებული. მორიგი ჰაერივით საჭირო ბურთების მომტანი. დაიწყო როგორც ,,ტენერიფელმა ჟიულიმ" და დაამთავრა როგორც ,,ტენერიფელმა ეტოომ" - ენთუზიაზმი, ბრძოლა, სირბილი, პრესინგი, გადამწყვეტ თამაშებში გმირი. იყო პატარა პედრიტო, გახდა დიდი პედრინიო. ,,ვინ არის რიბერი?"

მესი - ლეგენდარული. არ იყო ,,9 ნომერი" და გაიტანო 47 გოლი? ამას ,,ზე-კაცი" თუ მოახერხებდა. ასე თუ გააგრძელა, ყველა დროის უპირველესი გენიოსი შეიძლება გახდეს. სასწაულები მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დაუჯერებელია.

ბოიანი - ძვირფასი. მისთვის ყველაზე რთულ სეზონის ბოლოს ძირითადში ადგილი მოიპოვა. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მისი თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულია. მან დაიმსახურა გუნდში დარჩენა.

ანრი - შემსრულებელი. ფეხბურთის მითს გვარდიოლამ პატივი მიაგო.

იბრაჰიმოვიჩი - დროებით გადამდგარი. ჩემპიონია, მაგრამ იმ როლში არა, რომელშიც თავი წარმოედგინა.

ინიესტა - ყველასთვის საყვარელი. მსოფლიოს ყველაზე ,,უბრალო ვარსკვლავი". გულშემატკივრის კერპი.

 

წყარო: elmundodeportivo.es

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.