ბუსკეტსი: ”კარიერის გაგრძელება ”ბარსელონაში” - ეს ოცნებაა”

ბუსკეტსი: ”კარიერის გაგრძელება ”ბარსელონაში” - ეს ოცნებაა”

როგორც ”მარკა” იუწყება, კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მან გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის 2015 წლამდე გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. თუმცა შეთანხმება ითვალისწინებს კონტრაქტის დამატებით ერთი წლით გაგრძელებას. ეს დამოკიდებული იქნება ბუსკეტსის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე.

””ბარსელონაში”  კარიერის გაგრძელებით ჩემი ოცნება ახდა. როდესაც კანტერაში ვირიცხებოდი, ამაზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე. შემიძლია ვთქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ და მე ადვილად მივაღწიეთ შეთანხმებას. რა თქმა უნდა ეს იმიტომ მოხდა, რომ ორივე მხარეს ჰქონდა ამის სურვილი.”- განაცხადა ბუსკეტსმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.