"ბარსამ" კრუიფის ფონდს 100 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

"ბარსამ" კრუიფის ფონდს 100 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

"ბარსას" ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუფმა Catalunia Radio-ზე გაჟღერებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ არ გადაუხადა მის ფონდს 100 ათასი ევრო.

"მე ადრე შევუთანხმდი როსელს ამის თაობაზე, მაგრამ ყველაზე სამწუხარო მათთან ხელშეკრულების გაფორმება იქნებოდა, რომლის ვალდებულებები არ შესრულდებოდა." - განაცხადა კრუიფმა. "მოიქეცი როგორც ნამდვილი ხელმძღვანელი, შეასრულე დანაპირები და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რამეზე საუბარი." - მიმართა როსელს ჰოლანდიელმა.
ასევე კრუიფმა გამოთქვა თავისი აზრი ლეო მესის შესახებ: "მე არ ვიცი, რატომ არ იცის ლეომ ინგლისური. მე არ ვაკრიტიკებ ფეხბურთელს, ვაკრიტიკებ ორგანიზაციას. ეს ბიჭი 16 წლის ასაკიდან მიისწრაფის კლუბის სიმბოლოდ ქცევისკენ და მას სპეციალურად უნდა ამზადებდნენ, რადგან მას მოუწევს ბევრი მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა"
დასასრულს, იოჰანი შეეხო ამხანაგურ მატჩს კატალონიისa და ჰონდურასის ნაკრებებს შორის: "ყველა აკვირდება "ბარსელონას", ესპანურ ფეხბურთს. ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამ სამყაროში, სადაც ფეხბურთი არასაკმარისი რაოდენობითაა".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.