“ხეტაფე”-”ბარსელონა” – რაიკაარდის ინტერვიუ

“ხეტაფე”-”ბარსელონა” – რაიკაარდის ინტერვიუ

"ხეტაფესთან” მატჩის წინ რაიკაარდმა თავის ფეხბურთელებს მოუწოდა თავისი კლასი გამოავლინონ რაც შეიძლება მალე. რაიკაარდის თქმით საჯარიმო მოედანში გაკეთებული გადაცემები უნდა იყოს უფრო ზუსტი და თანამედროვე ფეხბურთში მაშინაც კი, როდესაც 2:0 იგებ, არ უნდა მოდუნდე.

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსა” ყველა გუნდზე მეტს ურტყამს კარში, მაგრამ რაიკაარდს სურს მეტი ეფექტურობა. "რეინჯერსთან” თამაშის შემდეგ ჰოლანდიელმა განაცხადა: "ჩვენ შეგვეძლო ამ მატჩის 5:0 მოგება”. მწვრთნელი კმაყოფილია გუნდის როგორც დაცვის, ასევე წინა ხაზის თამაშით, მაგრამ ის გუნდისგან მაინც უფრო მეტს ითხოვს.

არანაირი სიურპრიზი

ფეხბურთელებს შორის არსებულ შეთამაშებულობაზე დასმულ კითხვაზე რაიკაარდმა უპასუხა: "მესის და რონალდინიოს სჭირდებათ მცირე ადგილი ბურთის დასამუშავებლად. მათთან არ შეიძლება ანრის შედარება, რომელიც უფრო სწორხაზოვნად თამაშობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისინი სამივე ერთად კარგად თამაშობენ. ახლა, როდესაც შესაძლებელია ბევრ მაღალი კლასის ფეხბურთელებს შორის ბურთის გათამაშება, ჩვენ უნდა გავიტანოთ უფრო მეტი გოლი, უნდა ვიყოთ უფრო ზუსტები და რაც შეიძლება მალე უნდა წავიყვანოთ შეხვედრაში ანგარიში. ხშირად ბურთით თამაშის შედეგად შეიძლება მოწინააღმდეგემ მოგაყენოს ტრავმა, ამიტომ საჭიროა ჭკვიანურად თამაში. დღევანდელ ფეხბურთში არასდროს არ შეიძლება მოდუნება, მაშინაც კი, როდესაც ანგარიში 2:0 მიგყავს”.

დაცვის საიმედოობა

ჩემპიონთა ლიგაში კლუბს არცერთი გოლი არ გაუშვია, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსას” ყველაზე ნაკლები, 8 გოლი აქვს გაშვებული. რაიკაარდი გუნდის მცველების მიერ ბოლო მატჩებში ჩატარებული თამაშჳთ კმაყოფილია და აცხადებს: "ვილიარეალთან” თამაშის შემდეგ ჩვენ ბევრს აღარ ვუშვებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგად ორგანიზებული დაცვა გვყავს და რომ გუნდი კარგად მუშაობს. ახლა ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ გატანილი გოლების რაოდენობა”.

გადაუჭრელი ამოცანა

საკუთარ მოედანზე "ბარსამ” წელს ყველა თამაში მოიგო. რაც შეეხება გასვლით თამაშებს, აქ სიტუაცია კატასტროფულია – 1 მოგენა 5 თამაშში. რაიკაარდის განცხადებით "გუნდმა უნდა მოიგოს ყველა შეხვედრა "ნოუ კამპზე” და აიღოს რაც შეიძლება მეტი ქულა გასვლაზე. ჩვენ გასვლაზე განსაკუთრებული მოტივაციით უნდა ვითამაშოთ, რადგან ჩვენ გვსურს კარგი სეზონის ჩატარება”. რაიკაარდის აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ თუ გუნდს სურს ტიტულების მოგება, მაშინ მან გასვლაზე თამაში უნდა გააუმჯობესოს.

"ხეტაფეს” კარგი თამაში საკუთარ მოედანზე

სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-15 ადგილზე მყოფმა "ხეტაფემ” საკუთარ მოედანზე წელს მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. ეს თამაში იყო მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ და ლაუდრუპის გუნდს შეეძლო ამ თამაშში წარმატების მიღწევა. "ხეტაფესთან გასვლაზე თამაში რთულია. საკუთარ მოედანზე ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ. "ხეტაფემ” საკმაოდ ცოტა გოლი გაუშვა, ეს კარგად ორგანიზებული გუნდია და უკანასკნელ პერიოდში კარგ ფორმაშიც არის. ეს იქნება საინტერსო თამაში, რადგან მათ სურთ თავისი წარმატებული თამაშების სერიის გაგრძელება, ჩვენ კი – მოგება” – განაცხადა ფრანკ რაიკაარდმა.

რაიკაარდმა არ ისურვა გასულ სეზონში ესპანეთის თასზე "ხეტაფესთან” განცდილი მარცხის გახსენება. იგი თვლის, რომ "ეს უკვე წარსულია. მათ ამის შემდეგ გამოეცვალათ მწვრთნელი. მართალია ჩვენგვიჭირს ამ მოედანზე თამაში, მაგრამ ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადოთ”.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა არ დაიშურა საქებარი სიტყვები ასევე თავისი კოლეგის, მიხაელ ლაუდრუპის მისამართით: "იგი არის მაგალითი კარგად ორგანიზებული, ტალანტური და ტექნიკური ფეხბურთელისა. იგი იყო უნიკალური ფეხბურთელი და მისი გუნდიც მისივე ფსიქოლოგიით თამაშობს”.

შემადგენლობა

რაიკაარდმა ისაუბრა ბოანზე და ჯოვანიზეც და განაცხადა, რომ "ახლა ისინი ერთ დონეზე არიან და თუ რომელი მათგანი გავა მოედანზე, ამას სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე”. ინიესტაზე რაიკაარდმა განაცხადა, რომ იგი ჩვეულებრივად ვარჯიშობს. რაც შეეხება მარკესს, რაიკაარდის თქმით იგი "არ მიდის ხეტაფეში თავის დაზღვევის მიზნით. იგი დაიღალა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ღირს მისი ამ შეხვედრაში თამაში”.

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.