სორიანო – “რონალდინიო “ბარსაში” კარიერის ბოლომდე რჩება”

სორიანო – “რონალდინიო “ბარსაში” კარიერის ბოლომდე რჩება”

"ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ფერანო სორიანომ "BBC Sport”-ის რეპორტიორებს განუცხადა, რომ რონალდინიო კლუბში რჩება თავისი სპორტული კარიერის ბოლომდე.

სორიანო შეეცადა დაესვა წერტილი იმ სპეკულაციებისათვის, რომლის თანახმადაც რონალდინიომ შესაძლოა სხვა კლუბს მიაშუროს და განაცხადა, რომ რონალდინიოს მომავალი ბოლომდე "ბარსელონასთან” არის დაკავშირებული. "ვფიქრობ იგი კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩება” – განაცხადა ლურჯ-წითლების ვიცე-პრეზიდენტმა.

სორიანომ ასევე დააფიქსირა კლუბის პოზიციაც და განაცხადა: "ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ და გასაგებად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია – ჩვენ არ ვაპირებთ რონალდინიოს გაყიდვას და თავის მხრივ არც იგი აპირებს არსად წასვლას”.

სორიანოს ეჭვია არ ეპარება იმაში, რომ რონალდინიო დაიბრუნებს თავისი ფორმის პიკს: "იგი ყოველდღიურად აუმჯობესებს თავის თამაშს. მან ოთხი წელი ფაქტობრივად შეუსვენებლად ითამაშა და მხოლოდ ამ ზაფხულზე შესძლო დასვენება. ახლა კი მწვრთნელიც და მედიკოსებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მან დაიბრუნოს თავისი საუკეთესო კონდიციები”.

სორიანომ კომენტარი გააკეთა ასევე გულშემატკივრებზეც: "გულშემატკივრები რონალდინიოსგან, ანრისგან და ყველა ვარსკვლავისგან ბევრს მოელიან, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ეს ფეხბურთელები უმაღლესი კლასის ფეხბურთს ყოველ კვირას ვერ ითამაშებენ”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 14 ნოემბერი 2019 20:19
    0
    აბაბაბ ბაბაბა ანბა ნაუვაჰნჰსს აბავა ანაბა რაფტ რაარარარარრარარა..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "