რონალდინიომ და ჯოვანიმ ფრე ითამაშეს

რონალდინიომ და ჯოვანიმ ფრე ითამაშეს

ეს კვირა მთელ მსოფლიოში სანაკრებო თამაშებს დაეთმო და "ბარსელონას” ფეხბურთელებმაც მრავლად ითამაშეს საკუთარ ეროვნულ ნაკრებებში. ფრედ ითამაშეს რონალდინიოს და ჯოვანი დოს სანტოსის გუნდებმა, თუ ბრაზილიამ ნულოვანი ფრე ითამაშა, მექსიკელებმა 2:2 ითამაშეს.

ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კოლუმბიას ეწვიადა უინტერესო მატჩში 0:0 ითამაშა, რონალდინიომ კი მოედანზე მთეი 90 წუთი დაჰყო.
მექსიკა ამხანაგურ თამაშში ნიგერიას დაუპირისპირდა და ობაფემი მარტინსის მიერ გატანილი ორი გოლის წყალობით 0:2 აგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ კაჩომ ჯერ ერთი გოლი გაქვითა, ხოლო შემდეგ ნიგერიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა (რომელიც ჯოვანიმ გამოიმუშავა) და ეს დარტყმაც გოლად კაჩომ აქცია. თანაგუნდელის მსგავსად ჯოვანიმაც მატჩი სრულად ითამაშა.
ეს ორივე ფეხბურთელი ამ კვირაში კვლავ ითამაშებენ ეროვნულ ნაკრებებში, რონალდინიო ნაკრები კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ეკვადორს დაუპირისპირდება, ხოლო ჯოვანის მექსიკა ამხანაგურად გვატემალას გაეჯიბრება.

წყარო: www.barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.