ერნესეტო ვალვერდე: სხვა გუნდების შედეგები არ გვაინტერესებს

ერნესეტო ვალვერდე: სხვა გუნდების შედეგები არ გვაინტერესებს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე როტაციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ის ხაზს ალეიშ ვიდალის შემთხვევასაც უსვამს.

"მომდევნო კვირაში 3 თამაში გველის. სასტარტო შემადგენლობის დაყენებას ვაპირებ, შემდეგ კი, ფეხბურთელების მდგომარეობას დავაკვირდებით. როტაცია კარგია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოგება გვინდა.

ამ ეტაპზე, სხვა გუნდების შედეგები არ გვაინტერესებს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშსა და ტაქტიკაზე ვართ ორიენტირებულები. სხვა გუნდებზე ფიქრისთვის ადრეა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში იმ შემთხვევისთვის, როდესაც გუნდი სირთულეს აწყდება.

ალეიშ ვიდალით კმაყოფილი ვარ. მან "ალავესთან" მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე დაგვეხმარა. ვიცი, რომ ეს საკითხი აქტუალური პერიოდულად იქნება, რადგან ყოველ კვირაში 1-2 ფეხბურთელის შეცვლა მომიწევს." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 16 სექტემბერი 2017 14:05
    0
    დღეს ასეთი უნდა იყოს ძირითდი
    შტეგენი
    სემედო უმტიტი მასკე ალბა
    რობერტო ბუსკეცი გომეში
    დემბელე სუარესი მესი
    davidusi 2020
    სტუმარი [?]
    #1 16 სექტემბერი 2017 12:16
    0
    ციტატა: MessiAbuTidze4848
    დღეს ინი და სუა უნდა დაასვენო და ამ შემადგენლობით ათამაშო გუნდი
    შტეგენი
    სემედო-უმტიტი-მასკერანო-ალბა
    რაკიტიჩი-ბუსკეცი-გომეში
    დემბელე-მესი-დეულოფეუ

    ინი კი სუა არა ფორმაში უნდა შევიდეს ტრამვის გამო ბევრი გაუცდა