"ბარსელონას" 3 ახალი სამიზნე: ვილიანი, დანი პარეხო, მანუელ ლანსინი

"ბარსელონას" 3 ახალი სამიზნე: ვილიანი, დანი პარეხო, მანუელ ლანსინი

თითქმის ყველა ფრონტზე წარუმატებლობის შემდეგ, "ბარსელონამ" მიზანში 3 ახალი ფეხბურთელი ამოიღო. საუბარი ვილიანზე, მანუელ ლანსინსა და დანი პარეხოზეა.

"ჩელსის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი შეტევის გასაძლიერებლად მოიაზრება. 29 წლის სამხრეთ ამერიკელს ლონდონური კლუბის სასტარტო შემადგენლობის უცლელი წევრი ნამდვილად არ ეთქმის და სათანადო შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, მისი ტრანსფერი გამორიხული არაა.

"ვესტ ჰემის" 24 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი მანეულ ლანსინი ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად განიხილება. კატალონიელები "ლივერპულის" ტრანსფერზე დათანხმებას ვერაფრით ახერხებენ და თუ კოუტინიო ესპანეთში არ გადავიდა, ლანსინი ერთ-ერთი კანდიდატი იქნება.

ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების მოგვარების კიდევ ერთ ვარიანტად "ვალენსიას" 28 წლის შუახაზელი დანი პარეხო განიხილება. ესპანელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა და კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ "ბარსელონას" თამაშის სტილს ის უფრო შეეფერება, ვიდრე ახლახანს დაწუნებული ჟან-მიკაელ სერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #12 24 აგვისტო 2017 12:17
    0
    დემბელეს და კოუტინიოს მოსვლის მჯერა.ლაბსინი ყველაზე კარგი ვარიანტია მაგრამ ბარსას დონის ესეც არაა.არვიცი ვნახოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 23 აგვისტო 2017 23:57
    0
    ვაი სად მიექანება საწყალი ბარსელონა!? 222 მილიონით რომ ფეხბურთელს ვერ ყიდულობენ ესაა საქმეე?
    nika2377
    სტუმარი [?]
    #10 23 აგვისტო 2017 23:49
    0
    Sportma dawera barselonas wamrmoadgenlebi liverpoolshi arian rom coutinio iyidono
    nikaldinho
    სტუმარი [?]
    #9 23 აგვისტო 2017 23:40
    0
    უკვე ამაზრზენია ამ კაცის საქციელი
    BARCELONA(iniesta)
    სტუმარი [?]
    #8 23 აგვისტო 2017 23:10
    0
    ეს არის გუნდის,ფეხბურთელების,გულშემატკივრების სრული შეურაცხყოფა დაცინვა და მეტი არაფერი.თუ ეს ასე მოხდა ბართომეუს მალე მოუწევს აბარგება
    Paulinio
    სტუმარი [?]
    #7 23 აგვისტო 2017 23:00
    0
    რა პარეხო
    შიგ ხო არ აქვთ ვის რა ჩემფეხებად უნდა ბებერი პარეხო. სასწრაფოდ ლაპორტა გვინდა
    Culé [?]
    #6 23 აგვისტო 2017 22:59
    0
    ბართომეუმ მაინც დაგვსინა :D 222 მილოინი აქვტ და ვერავინ იყიდეს 8 დგეშიიხურება სატრანსფერო ფანჯარა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 აგვისტო 2017 22:56
    0
    გვეღადავებიან ტიპები.დემბელე ,კოუტინიო თუ უშველის გუნდს მაგაში არ ვართ დარწმუნებულები და პარეხოო ტიპებმა.ნეტა ერთი კვირით ინტერნეტი გაითიშოს ხო შეიძლება
    yourego
    სტუმარი [?]
    #4 23 აგვისტო 2017 22:40
    0
    ვილიანზე შეიძლება ფიქრი მარა ის ორი მოაშორეთ!!!!!!
    messi.95
    სტუმარი [?]
    #3 23 აგვისტო 2017 22:34
    0
    რა უაზრობა პარეხო არა კვახი ამას რაკიტიჩი და გომეშიც ჯობია ერთი ჯარიმებს ურტყავს კარგათ ლანსინი არ ვიცოდი საერთოდ არ მინახია ამის თამაში ერთადერთი აქედან ვილიანია კაი მაგას თუ იყიდიან კაი იქნება მარა მარტო ვილიანი რას უშველის არაა მაინც ნეიმარის შემცვლელი ვილიანი ისე კაი იქნებოდა ტექნიკური და სწრაფია
    messi.95
    სტუმარი [?]
    #2 23 აგვისტო 2017 22:31
    0
    აუ წეგან დავწერე ვილიანზე და ეხლა დაიდო ბარსას ინტერესი აქვსო :D
    blefi77
    სტუმარი [?]
    #1 23 აგვისტო 2017 22:29
    0
    ra aichemes es valensiadan sul fexburtelebis yidva ra ris parexo da viliani kait ra sircxvilia es yvelaferiii.