ერნესტო ვალვერდე პეპ სეგურას აკრიტიკებს და დანებებას არ აპირებს

ერნესტო ვალვერდე პეპ სეგურას აკრიტიკებს და დანებებას არ აპირებს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე "რეალთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

ხვალინდელ თამაშზე

"ხვალ, ბევრი საგოლე მომენტი უნდა შევქმნათ. ვალდებულები ვართ, მოედანზე გავიდეთ და მეტოქეს მიზნის მიღწევაში ხელი შევუშალოთ."

"მადრიდელებს დიდი უპირატესობა აქვთ. ჩვენ უნდა შევუტიოთ და მეტოქეს კონტრშეტევებს გავუმკლავდეთ.

"რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ არა გამოუვალში. თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ. არ დავნებდებით."

პაულინიოზე

"პაულინიო ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რომელიც ჩვენ გუნდს მრავალმხრივობას შესძენს. მის ტრანსფერზე ბევრი რამ ითქვა. ის კარგი ფეხბურთელია და მოდით, ის თამაშით შევაფასოთ."

სერჟი სამპერზე

"სერჟი სამპერს 4 დღის წინ ვესაუბრე. მისთვის კარგი იქნება, თუ ერთი წლით სხვა გუნდში იჯარით ითამაშებს."

სერჟი რობერტოზე

"სერჟი რობერტო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ეს ეჭვგარეშეა. შესაძლოა, ის ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ამ საკითხს მე მივხედავ."

პეპ სეგურას მიერ პიკეს გაკრიტიკებაზე

"ჟერარ პიკეს მოძრაობა ფატალური გამოდგა, მაგრამ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. პეპ სეგურას სიტყვები, როდესაც მან პიკე დაადანაშაულა, შეცდომა იყო."

ტრანსფერებზე

"თვის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. შეძლებისდაგვარად საუკეთესო გუნდი უნდა შევქმნათ."

ნელსონ სემედუზე

"ხვალ, მოედანზე საუკეთესო გუნდს გავიყვან. ნელსონ სემედუ ახალწვეულია და მას ადაპტაციისთვის დრო ჭირდება." - განაცხადა ვალვერდემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას", ესპანეთის სუპერ თასზე წარმატებით გამოსასვლელად, მადრიდში 3:1-ზე უკეთესი სხვაობით მოგება მართებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 16 აგვისტო 2017 01:38
    0
    ააბა შენ იცი ვალვერდე
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 აგვისტო 2017 22:41
    0
    ერნესტო არ მაინტერესებს მოუმატეეეეეე , მოუმატე კი არადა ჯერ თასი დადე ხვალლლლლ
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 15 აგვისტო 2017 22:40
    0
    ხვალ სამბურთიანი სხვაობით უნდა მოვიგოთ აუცილებლად.პაულინიო იმედია გააძლიერებს გუნდს.სამპერი დასახვეწია და არენდა კარგი იქნება მისთვის.რობერტო არაა გასაშვები.უნივერსალია და აუციკებლად უნდა შევინარჩუნოთ.ხელმღვანელობა გადასაყენებელია აუცილებლად და რავიცი სემედუმ მინდა რომ ითამაშოს და კარგი შედეგი აჩვენოს ამ ბიჭს ბევრი შეუძლია.იმედია ხვალ გამარჯვებას ვიზეიმებთ