პსჟ "ბარსელონას" კონკურენციას გაუწევს
"ნიცას" ცენტრალური ნახევარმცველი, ჟან-მიკაელ სერი ერთდროულად ორი ტოპ კლუბის ინტერესის სფეროში იმყოფება.
26 წლის კოტ დ'ივუარელის შეძენა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონ ევროდაა შეფასებული, "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბარსელონას" სურთ.
პაულინიოსა და მარკო ვერატის ხელიდან გაშვების შემდეგ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონები სერის ტრანსფერზე გადაერთვნენ, პარიზელები კი მათ კონკურენციას გაუწევენ. გასულ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში ჟან-მიკაელმა 7 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]