კოუტინიოს ტრანსფერში, შესაძლოა, რაფინია ჩაერთოს
Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ლივერპული" სერიოზულადაა დაინტერესებული "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას შეძენით.
იქამდე, სანამ კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსთან დაკავშირებით მერსისაიდელებს ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი რაფინიათი უკვე იყო დაინტერესებული და დაახლოებით 40 მილიონის გადახდაზე იყო თანახმა.
თვითონ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის მომდევნო სეზონის პრემიერ ლიგაში გატარება უფრო მისაღები იქნება, რადგან მას 2018 წლის მსოფლიო თასზე თამაში სურს და ამისთვის ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელს თავი უნდა მოაწონოს, რაც "ბარსელონაში" არც ისე ადვილი იქნება, იმიტომ, რომ აქ რაფინიას სათამაშოდ დიდი დრო არ ეძლევა.
"ლივერპულში" რაფინიას და კოუტინიოს ტრანსფერებს ერთმანეთს არ უკავშირებენ, თუმცა კატალონიელები ფიქრობენ, რომ თუ რაფინიას კოუტინიოს ტრანსფერში ჩართავენ, "ლივერპული" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გამოსასყიდ თანხას შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები ფილიპე კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ აფასებს, "ბარსელონა" კი ჯერჯერობით მხოლოდ 80 მილიონის გადახდაზეა თანახმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]