პიკე და ნეიმარი ერთობიან

პიკე და ნეიმარი ერთობიან

ჟერარ პიკე და ნეიმარი გართობას აგრძელებენ. 24 საათის შემდეგ, რაც პიკემ ერთგვარად "ახსნა" თავისი მესიჯი სოციალურ ქსელში ნეიმარის შესახებ (ის რჩება!), ცენტრალურმა მცველმა კვლავ გამოაქვეყნა ნეიმართან გადაღებული კადრები, ოღონდ ამჯერად ვიდეოს სახით. სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობიან ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ.

პოკერის თამაშის დროს, რომელშიც მონაწილეობა ალეიშ ვიდალმა და ანდრე კარიმაც მიიღეს ("ბარსელონას" წარმომადგენელი ბრაზილიის სატრანსფერო მარკეტზე), ფეხბურთელები დროს არ კარგავენ და მხიარულ ვიდეოებს აქვეყნებენ.

ვიდეოში მცველსა და თავდამსხმელს ძაღლის ყურები და ცხვირი აქვთ, რაც მათ კარგ ურთიერთობასა და საზოგადოდ, კლუბში არსებულ კარგ ატმოსფეროზე მიუთითებს.

ასევე ვხვდებით, რომ ნეიმარი, რომლის გადაწყვეტილებაზე ჯერ არავინ არაფერი ვიცით, თავს საკმაოდ მშვიდად გრძნობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 27 ივლისი 2017 19:34
    0
    დარჩება ნეი
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 27 ივლისი 2017 18:09
    0
    დარჩება ნეიმარი უეჭველი