რა საფრთხე ელის პსჟ-ს ნეიმარის შეძენის შემთხვევაში

რა საფრთხე ელის პსჟ-ს ნეიმარის შეძენის შემთხვევაში

"პარი სენ ჟერმენი", "ბარსელონადან" ნეიმარის გადაბირების შემთხვევაში, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს

როგორც უკვე იცით, UEFA-მ პსჟ ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე გააფრთხილა. ამ სტატიაში აგიხსნით, თუ რას გულისხმობს ეს გაფრთხილება.

ევროპულ ფეხბურთში მოქმედი წესების თანახმად, ტრანსფერის დროს, მყიდველი გუნდი, ფეხბურთელის ღირებულების გარდა, დამატებით გადასახადსაც იხდის. ნეიმარის გამოსასყიდი თანხის, 222 მილიონის შემთხვევაში, ტრანსფერის საერთო ღირებულება ძალიან მაღალი გამოდიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ "პარი სენ ჟერმენი", ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ნეიმარს თავად კი არ ყიდულობს, არამედ ფეხბურთელი ჯერ საკუთარ კონტრაქტს "ბარსელონასგან" გამოისყიდის (პსჟ-ს ფულით), ხოლო პსჟ-სთან ხელშეკრულებას შემდეგ გააფორმებს, ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ მათ ამ გადასახადის გადახდა არ მოუწევდათ. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, "პარი სენ ჟერმენი" UEFA-ს მიერ დადგენილი ფინანსური ფეარ პლეის ნორმებს არ დაარღვევდა.

თუმცა, დღეს, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პსჟ-ს აცნობა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსფერის თანხას მე-3 პირი (ამ შემთხვევაში ნეიმარი) იხდის, დამატებითი გადასახადის გადახდა საჭიროა. გამოდის, რომ "პარი სენ ჟერმენი" ფინანსური ფეარ პლეის დარღვევის საფრთხის წინაშე დგას, ეს კი გუნდს, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთად დაუჯდეს. არადა, პსჟ-ს კატარელი მესაკუთრეების ოცნება ამ ტურნირის მოგებაა და მათ ნეიმარის ყიდვა სწორედ ამ მიზეზით სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    It_always_for_cule
    სტუმარი [?]
    #5 28 ივლისი 2017 01:48
    0
    ხელაიფ ჩეიდევი
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 23 ივლისი 2017 11:37
    0
    ნახვამდის პსგ
    Culé [?]
    #3 23 ივლისი 2017 01:18
    0
    ციტატა: Kaka
    ხელაიფს კიდია ეხლა ოგონდ გაიფორმოს და

    ხო შეიძლება მუღამიაქ რომ ნეიმარის მაისური ქონდეს უბრალოდ და ვსიო ;დდ ეზოსგუნდივთ ყავთ ტიპებს კლუბები ;დდდ

    ციტატა: Visca el barca
    ისე რამდენი წელია ვუყურებ ფეხბურთს და ამ ტრანსფერებისა ვერფაერი ვერ გაავიგე, ვთქვათ გადაიხადეს ხო 222 მილიონი ბარსელონას ნეიმარის სანაცვლოდ და მას მაქედან კი ცალკე უხდიან იგივე თანხას თუ რა პონტია?

    რაღაც სანქციები, რომ შემოაქვთ მაგას ვერ ვუმუღამებ პრინციპში- ტრანსფერები ძაან მარტივად რომ ვთქვათ - ვაჭრობაა რა laughing ''ტრანსფერმარკეტი აფასებს'' დალშე მეპატრონეები ადებენ ფასს. რამდენად უღირთ, რა პერესპეკტივააქ და ა.შ მაგ 222 აძლევენ კლუბს..პროცენტულად ნაწილდება + აკადემია იღებს უკვე პროცენტებს სადაც გაიზარდა ფეხბურთელი.. ფეხბურთელს კიდე თავაზობენ ხელფასს და ბონუსებს ცალკე..
    Culé [?]
    #2 23 ივლისი 2017 00:37
    0
    აი სად დაერხა პსჟს
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    LeoMessi10
    სტუმარი [?]
    #1 23 ივლისი 2017 00:13
    0
    ზედმეტსაც გადაიხდიან ისეთები არიან ეგ არაფერს ნიშნავს მგონი დავკარგეთ ნეიმარი