ლიმას ტრანსფერს "სანტოსის" ფეხბურთელიც ადასტურებს

ლიმას ტრანსფერს "სანტოსის" ფეხბურთელიც ადასტურებს

26 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის, ლუკას ლიმას "ბარსელონაში" გადასვლას გაოფიციალურებაღა აკლია. ამ ტრანსფერს უფრო და უფრო მეტი წყარო ადასტურებს.

დღეს, "სანტოსის" მორიგი თამაშის შემდეგ, გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, ბრუნო ენრიკეს, ჟურნალისტმა ლიმას "ბარსელონაში" გადასვლაზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "ჩვენ, ერთდროულად, ბედნიერები და გულდაწყვეტილები ვართ. ბედნიერები ვართ მისი, როგორც ფეხბურთელის გამო. მისი სათამაშო თვისებები ეჭვს არ იწვევს. ლუკასი ბრაზილიის ნაკრების წევრია და მან "სანტოსისთვის" ბევრი გააკეთა. ის ძალიან ბედნიერი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, თუ რა დონის გუნდში გადადის. ლიმა მოგვენატრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მას "ბარსელონაში" წარმატებებს ვუსურვებთ. ახლა კი, წინსვლა უნდა განვაგრძოთ." - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Sport.

ლიმას გუნდიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა "სანტოსის" მთავარმა მწვრთნელმა, ლევირ კულპიმაც: "ლუკასი ყველას უნდა, რადგან ის კარგი ფეხბურთლია. მეც მინდა, რომ მასთან მუშაობა განვაგრძო. დავიჩივლებ თუ არა, თუ ის წავა? პირადად მე მირჩევნია, ფინანსური კუთხით ერთმანეთთან გათანაბრებული ფეხბურთელების გუნდი მყავდეს, ვიდრე ერთი მოთამაშე სხვებზე ბევრად მეტს გამოიმუშავებდეს."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკას ლიმა "ბარსელონას" 2018 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 22 ივნისი 2017 23:55
    0
    წარმატებები!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Culé [?]
    #1 22 ივნისი 2017 23:25
    0
    Kargia miaweqit axal talantebs
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი