FIFA-მ მუნირს მაროკოს ნაკრებში თამაშის ნება დართო

FIFA-მ მუნირს მაროკოს ნაკრებში თამაშის ნება დართო

როგორც ჩანს, ესპანელ-მაროკოელი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაა, 28 აგვისტოს მალის წინააღმდეგ თავის პირველ მატჩს ჩაატარებს მაროკოს ეროვნული ნაკრების მაისურით, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ერთი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

როგორც ცნობილია, ფიფას კომისიამ გადაწყვეტილება 7 ივნისს მიიღო, თუმცა იგი მაროკოში მხოლოდ მიმდინარე კვირაში გახმაურდა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ აფრიკელები, ამჟამად, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში, ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებენ.

მუნირი ესპანეთში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები მაროკოდან არიან. მან თავიდანვე ესპანეთის ნაკრების მაისური მოირგო და სანაკრებო დებიუტი მაკედონიასთან მატჩში შედგა - 2014 წლის 8 სექტემბერს, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში. მუნირი მოედანზე 77 წუთზე, კოკეს მაგივრად შემოვიდა. მანამდე მას ასევე აქვს ნათამაშები ესპანეთის ასაკობრივ გუნდებში (U19 და U21).

ფეხბურთელმა გასული სეზონი "ვალენსიაში" გაატარა. ფიფამ კი მისი გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და როგორც AS-ის სტატიაში ვკითხულობთ, მას მალის წინააღმდეგ თამაშის უფლება მისცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #2 23 ივნისი 2017 00:11
    1
    ესპანეთში შანსიარ ქონდა იქ ძირითადში იქნება თან თავისისამშობლოა დაიქ არჩია :) სწორადაც მოიქცა წარმატებები:) პროსტა იმედია ანასაც 5მილიონად არგაყიდიან თორრე აღარ მაქ ნერვეი უკვე
    Culé [?]
    #1 22 ივნისი 2017 22:02
    1
    წარმატებები მორაკოში!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!