Football Espana: მესის "სიტიში" გადასვლა სურდა

Football Espana: მესის "სიტიში" გადასვლა სურდა

ესპანური Football Espana საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც არგენტინელ სუპერვარსკვლავსა და მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის, გასულ ზაფხულში კლუბის დატოვება და "სიტიში" გადასვლა სურდა, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, მესიმ თავისი გადაწყვეტილება კლუბს იმავე კვირაში გააცნო, როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მესიმ კოპა ამერიკას ფინალში ჩილეს წინააღმდეგ, პენალტების სერიაში საკუთარი დარტყმა გააცუდა, რის შემდეგაც 10 დღეში ბრალი გადასახადების დამალვაშიც დასდეს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ლეო დარჩენაში ლუის სუარესმა დაარწმუნა. თუმცა მესის საფასური (250 მილიონი ევრო) ამ ტრანსფერს არარეალურობის ელფერს სძენდა. მაშინ "სიტი" 150 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა.

მეორე მხრივ, ტრანსფერის ალბათობას გარკვეულწილად ზრდიდა ის ფაქტი, რომ "ეტიჰადის" მკვიდრთა ახალ მწვრთნელად იმავე ზაფხულში პეპ გვარდიოლა დაინიშნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tatishvili1999
    სტუმარი [?]
    #6 22 ივნისი 2017 00:28
    0
    ერთი რონალდუ წავა პსჟში და მეორე მესი სიტიში
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 22 ივნისი 2017 00:22
    0
    ციტატა: 3NEMY
    ეს 70% ჩვენთან დაასრულებს... 30% ოლდ ბოისში... აქ ჯობია ჩემი აზრით მაგრამ თვითონ გადაწყვეტს და მივესალმები გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში... მანამდე 3-4 სეზონი კიდე გვაქ და დავტკბეთ უცხოპლანეტელის თამაშით... <3

    სამიც და 7იც
    Culé [?]
    #4 21 ივნისი 2017 21:16
    0
    ტყვილია მესი სიტიში კიარა არსად არ წავა!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    lucho pepi
    სტუმარი [?]
    #3 21 ივნისი 2017 21:10
    0
    Ki cavikitxe es statia tyvili mgonia
    სტაჟიორი [?]
    #2 21 ივნისი 2017 21:04
    0
    ციტატა: mettal
    მესის ტიტულების გარეშე არ შეუძლია და ისიც კარგად იცის რო მისი მისვლითაც ვერ ეშველებოდა სიტის ამიტომ ძაან არარეალური მგონია,ეს ერთი მხრივ თორე ბარსას მიმართ რო სიყვარული აქვს და არ წავა არსად მაგაში დრწმუნებული ვარ ,ეს მაგარი ჭორიკანა ჟურნალია

    Undodao
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2017 21:03
    0
    მესის ტიტულების გარეშე არ შეუძლია და ისიც კარგად იცის რო მისი მისვლითაც ვერ ეშველებოდა სიტის ამიტომ ძაან არარეალური მგონია,ეს ერთი მხრივ თორე ბარსას მიმართ რო სიყვარული აქვს და არ წავა არსად მაგაში დრწმუნებული ვარ ,ეს მაგარი ჭორიკანა ჟურნალია