სანდრო როსელი დააკავეს
დღეს დილით, ესპანელმა სამართალდამცავებმა "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი დააკავეს. ამ ინფორმაციას ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა ავრცელებს.
გამოძიება როსელს 35 მილიონი ევროს მითვისებას ედავება. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ როსელმა, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სიმბოლიკის უყანონო გამოყენებით, ასევე "პენტაკამპეონების" ამხანაგური თამაშების ტრანსლაციის უფლებით უკანონო ვაჭრობით, 15 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მიზეზი, რის გამოც როსელი დააკავეს, "ბარსელონას" არ ეხება. თუმცა, მის წინააღმდეგ ასევე აღძრულია საქმე, რომელიც, კატალონიური კლუბის პრეზიდენტობის დროს, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დარღვევას ითვალისწინებს.
სანდრო როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. მან თანამდებობა საკუთარი ნებით, სწორედ სამართალდამცავებთან არსებული პრობლემების გამო დატოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]