"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი: "პიკეს ტყუილი არ უთქვამს"

"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი: "პიკეს ტყუილი არ უთქვამს"

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერმა, ჟერარ პიკეს მიერ მადრიდის "რეალის" მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, პიკემ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ის პირები, რომლებსაც მესისა და ნეიმარის სამართლებრივი დავები აქვთ ჩაბარებული, "რეალის" საშინაო არენის VIP-ლოჟაში სხედან.

"პიკეს სიტყვებიდან რაც მე მოვისმინე და წავიკითხე, სიცრუე არაფერი ყოფილა. "ბარსელონა" ყოველთვის სიმართლის მხარესაა.

პიკემ თავისი აზრი გამოხატა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. ასეთმა სწორხაზოვნებამ, შესაძლოა, ზიანი მოიტანოს, თუმცა, ჟერარმა თავისი აზრი საკმარისი დაკონკრეტებით გამოხატა." - ციტირებს კარდონერის სიტყვებს AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #2 30 მარტი 2017 20:08
    0
    Axla traki daayenet orive gundma ro dawamet ertmaneti
    Culé [?]
    #1 30 მარტი 2017 19:00
    0
    პიკემ რა თქვა არასწორი აბა ვინმემ მითხარით!!!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!