21 მარტი - ტიტულოვანი სამეულის იუბილე

www.barcamania.ge

21 მარტი "ბარსელონას" ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 

1963 წლის 21 მარტს, ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში, რონალდ კუმანი დაიბადა. 1992 წლის 20 მაისს მის მიერ განხორციელებული დარტყმა კატალონიური კლუბის ისტორიაში შევიდა. ეს ჩემპიონთა თასის ფინალში მოხდა, როდესაც "ბარსა" "სამპდორიას" ეთამაშებოდა. მე-2 დამატებით ტაიმში, როდესაც თერთმეტმეტრიანების სერიამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, კუმანმა საჯარიმო შეასრულა, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და "ბარსელონას" ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოაგებინა.

მას შემდეგ გავიდა 14 წელი და "ბარსა" ჩემპიონთა თასის მოგებას ვერაფრით ახერხებდა. თუმცა 2003 წელს გუნდში მისული ბრაზილიელი ჯადოქრის, რონალდინიოს დახმარებით, "ბლაუგრანას" კაპიტანმა ამ ჯილდოს თავს ზემოთ აღმართვა მეორედ მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის 2005/06 წლების გათამაშებაში, რონალდინიომ 12 თამაში ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა. სწორედ მისი შესანიშნავი თამაშისა და პასის წყალობით გაიტანა ლუდოვიკ ჟიულიმ "მილანის" კარში გოლი, რომლითაც "ბარსა" ფინალში გავიდა. კუმანის მსგავსად, რონალდინიო, რომელმაც "ბარსას" ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოაგებინა, 21 მარტსაა დაბადებული.

დაბადების დღე 21 მარტს "ბარსელონას" ერთ ამჟამინდელ ფეხბურთელს, ჟორდი ალბასაც აქვს. 26 წლის მარცხენა მცველმა კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2015 წელს, ბერლინში მოიგო. "ბლაუგრანამ" ტურინის "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი მეხუთეჯერ აღმართა.


კომენტარები (13)

    • 13
    • 21 მარტი 2017 22:57
    • წევრი
    გილოცავთ სამივეს
    comeback!!! 6-1
    • 12
    • 21 მარტი 2017 16:56
    • წევრი
    დღეს ბიძაჩემის დაბადბის დღეც არის 76-ის გახდა და ბარსას გულშემატკივარი არის. smile
    • 11
    • 21 მარტი 2017 15:08
    • წევრი
    გილოცავთ ლეგენდებო!!

    ვულოცავ ლეგენდებს დაბადების დღეს <3
  1. Legenfinio da legenda es mini legendus
    • 9
    • 21 მარტი 2017 10:07
    • წევრი
    გილოცავთ სამივეს<33333
    ლეო მესი-ყველადროის საუკეთესო ფეხბურთელი!
    • 8
    • 21 მარტი 2017 09:50
    • წევრი
    გრიზმანსაც დღეს აქვს დაბადების დღე
  2. ვულოცავ ლეგენდებს დაბადების დღეს <3
    • 6
    • 21 მარტი 2017 08:51
    • წევრი
    Gilocavt yvela legendebi xaart
  3. გილოცავთ ლეგენდებოოოო!

    ციტატა: Leo_Messi_Barca_ilia
    გილოცავთ ლეგენდებოოოო!

    Aლბა შEნ გისურვებ რომ Uფრო ბევრჯერ გაგვახარო
  4. Vაა გილოცაავთ❤❤
    • 3
    • 21 მარტი 2017 07:40
    • წევრი
    ვულოცავ ორ ლეგენდას! ალბა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უფრო მომატებინოს!
    "madrid cabron saluda al campeon "- ,, ჩემპიონებს მიესალმეთ მადრიდელო ნაბიჭვრებო" : სამუელ ეტო'ო♥
    forever ♥ℭuℓℯ ))◄╝
    • 2
    • 21 მარტი 2017 02:49
    • წევრი
    სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ბარსასთვის. გილოცავთ!
    • 1
    • 21 მარტი 2017 02:24
    • წევრი
    გილოცავთ სამივეს
    #WeDidIt 6-1
    #MESSI500
ინფორმაცია
საიტზე კომენტარის დატოვების უფლება გექნებათ რეგისტრაციის გავლიდან 30 დღის შემდეგ.