"ბარსელონას" 1 გოლი აკლია 300-გოლიან ნიშნულამდე ლა ლიგაში ლუის ენრიკეს ეპოქაში

"ბარსელონას" 1 გოლი აკლია 300-გოლიან ნიშნულამდე ლა ლიგაში ლუის ენრიკეს ეპოქაში

"ბარსელონა" "ვალენსიას" წინააღმდეგ ითამაშებს და შეეცდება, რომ მე-300 გოლი გაიტანოს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ლა ლიგაში.

ლუის ენრიკე მარტინესის გუნდმა ლა ლიგაში 299 გოლი გაიტანა. აქედან, 110 გოლი 2014/15 წლების სეზონში გაიტანა, მომდევნო სეზონში კი მეტოქის კარის ბადის შერხევა 112-ჯერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში კი 77 გოლი გაიტანა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სეზონის დასრულებამდე 11 მატჩია დარჩენილი და "ბარსა", საშუალოდ, ყოველ მატჩში, 2,9 გოლს იტანს.

"ბლაუგრანას" საუკეთესო ბომბარდირი მესია, რომელმაც 92 გოლი გაიტანა 299-დან. შემდეგ მოდის ლუის სუარესი 76 გატანილი გოლით, ხოლო ნეიმარი მესამეა. ბრაზილიელმა 54 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი სტატისტიკა: "ბარსამ" 103 მატჩიდან 77-ში მოახერხა გამარჯვება, ანუ კლუბი ლა ლიგაში მატჩების დაახლოებით 75%-ს იგებს. "ბარსამ" 14 მატჩი ითამაშა ფრედ და 12 წააგო.

შიდა ჩემპიონატში 299 გოლით "ბარსამ' 245 ქულა აიღო (94, 91, 60), რითაც 2 შესაძლებელი ტიტულიდან ორივე მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 20 მარტი 2017 07:55
    0
    მიდი ბარსა!!
    --------------------
    Cule Forever
    მესი-სუა-ნეი
    სტუმარი [?]
    #1 19 მარტი 2017 22:44
    0
    :D მასკემ რო შეაგდო გამოსწორდება მაგრა :D