რეზერვისტებმა "ალკოიანოს" 5 ქულით გაუსწრეს
"ბარსელონა ბ" შიდა ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში "ლაგოსტერას" დაუპირისპირდა. ხერარდ ლოპესის გუნდმა "მინიესტადიზე" 3 ქულა მოიპოვა. რეზერვისტებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ანგარიშით 4:0.
"ბლაუგრანას" რიგებში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა დანი რომერამ, რომელიც ეფექტურად მოქმედებდა შეტევაში. ამჟამად, სხვაობა სარეზერვო გუნდსა და "ალკოიანოს" შორის 5 ქულაა. კატალონიელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ, მაგრამ მათ უახლოეს მდევარს თავისი მატჩი არ ჩაუტარებია.
"ბარსელონა ბ": სუარესი, პალენსია (ნილი, 64), კუკურელა, მარლონი, მარტინესი (ბორხა ლოპესი, 78), სარსანედასი, ალენია, გუმბაუ (ჩემი, 73), დანი რომერა, ალფარო და მარკი.
"ლაგოსტერა": მორახონი, ხავი, ჩიკა, დიეგო, სამუ, ვალენტინი, ვივი, მარკი, პიტუ (მარტინესი, 31), რუბენი (ალბარანი, 75), ფუსტერი (ხორდა, 62).
გოლები: 1:0 გუმბაუ (2'), 2:0 რომერა (37'), 3:0 რომერა (44'), 4:0 რომერა (81')
მომდევნო მატჩი: 25/03/2017 (21:00) "ვალენსია მესტალია" - "ბარსელონა ბ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]