ოფიციალურად: ინიესტა "ეიბართან" ვერ ითამაშებს

ოფიციალურად: ინიესტა "ეიბართან" ვერ ითამაშებს

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას ტრავმა დაადასტურა და ისიც ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ფეხბურთელი კატალონიელებს მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ინიესტამ მარცხენა ფეხის კუნთი "სოსიედადთან" გუშინ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში დაიზიანა და ლუის ენრიკემ ის შესვენებაზე შეცვალა. დღეს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კაპიტანი 22 იანვარს, "ეიბარის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. მიიღებს თუ არა ანდრესი მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობას, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. ყველაფერი გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 21 იანვარი 2017 22:04
    0
    დიდი ძალა არ გვეყოლება მარა ჩემი ბიჭების იმედი მაქვს მიდით ძმებო
    cinto99
    სტუმარი [?]
    #2 21 იანვარი 2017 13:39
    0
    არაუშავს ეიბართან შეისვენებს დენისი ან გომეში ითამაშებს ეიბარს ისე კიდო დავძლევთ მანამდე ლეგენდა მოისვენებს <3
    messi456
    სტუმარი [?]
    #1 21 იანვარი 2017 10:04
    0
    ინის მაგივრად ალბატ ყველაზე კაი ვარიანტი არდაა ცჰემი აზრიტ გომესები და დენისები არ ანახოტ აქ