"ბარსელონა" - "ბილბაო" : ფეხბურთელთა კომენტარები მატჩის შემდეგ

www.barcamania.ge

"ბილბაოს" დამარცხებისა და ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ სერხი რობერტომ, ლუის სუარესმა, სამუელ უმტიტიმ, რაფინიამ, სილესენმა და ალბამ მატჩზე ისაუბრეს.

სერხი რობერტო

"მეტოქის გოლის შემდეგ ისევ დავიწყეთ საუკეთესო დონეზე თამაში. ლეო მესი გამორჩეულია, ყველაფრის ოსტატია. დიდი სიხარულია, რომ ჩვენი გუნდის წევრია".

"ორივე ფლანგის გამოყენებას ვცდილობდით, რაც განსაკუთრებით კარგად გამოგვივიდა ნეიმარის ფლანგზე, სადაც შექმნილი მომენტებით მაქსიმალურად ვისარგებლეთ".

ლუის სუარესი

"მომდევნო ეტაპზე გასვლით ბედნიერი ვარ. ეს ჩვენი სურვილი იყო. ვგრძნობ, რომ ყოველმხრივ კარგად ვითამაშეთ".

"ეს შედეგი გვინდოდა და გვჭირდებოდა. მორალურად გაგვაძლიერებს. ახლა მიზნების მისაღწევად შრომა უნდა განვაგრძოთ".

"ჩემი გოლები მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს ეხმარება. ძალიან მიხარია, რომ "ბარსელონაში" 100 გოლი გავიტანე. ყოველთვის ვოცნებობდი ამაზე".

"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რაც დღესაც გვაჩვენა. მას ყოველთვის შეუძლია ჩვენი გაოცება".

სამუელ უმტიტი

"გუნდმა შეძლო სირთულეების დაძლევა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მესამე გოლი უნდა გაგვეტანა. მოვახერხეთ სიმშვიდისა და ყურადღების შენარჩუნება. გუნდურად ვითამაშეთ. ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია გამარჯვება, რაც დღეს მოვახერხეთ".

რაფინია

"ეჭვი არ შეგვეპარა, როდესაც გოლი გავუშვით. უბრალოდ ეგრევე გატანა გვსურდა, რათა თამაში დაგვესრულებინა".

"როგორც წესი, მეტოქეები ძალიან მჭიდროდ გვეთამაშებიან. ამიტომ ყოველთვის რაღაც ახლის მოფიქრება გვიწევს".

"ძალიან ინტენსიური შეხვედრა იყო. ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით, რაც კარგად გამოგვდის და რისი წყალობითაც გავედით მომდევნო ეტაპზე. ბედნიერები ვართ".

სილესენი

"გამახარა თამაშის დაწყებამ, უფრო მეტად კი - მოგებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებას დავუბრუნდით".

"ყოველთვის იცი, რომ ბევრი საქმე არ გექნება, მაგრამ ასეთია "ბარსას" მეკარეობა".

ხორდი ალბა

"უძლიერესი მეტოქეა "ბილბაო". გუნდმა კარგად ითამაშა და, ჩემი აზრით, ფენომენალურები ვიყავით".

"ერთ მუშტად შეკვრა და გოლების მაქსიმალურად გატანაა საჭირო, რათა საეჭვო თამაშები არ დარჩეს".

"დღეს გამარჯვება გვჭირდებოდა. იმედია, სეზონის ბოლოს ისევ ვიბრძოლებთ თასზე".

  • ავტორი: Més.que.un.Club
  • კომენტარი: 7
  • თარიღი: 12-01-2017, 12:34

კომენტარები (7)

    • 7
    • 13 იანვარი 2017 22:53
    • წევრი
    • 6
    • 12 იანვარი 2017 20:48
    • წევრი
  1. მესისნაირი არამგონია ვინმე კიდე რო დაიბადოს არ ვიცი მაგრამ აქამდე ესეთი იგროკი რო არ ყოფილა ეგ ვიცი <3 ალბას კომენტარი მომეწონა ერთ მუშტად უნდა შევიკრათო ამბობს რაც კარგია და საჭირო ყოველთვის
    • 4
    • 12 იანვარი 2017 14:46
    • წევრი
    ციტატა: msn2004
    ლეო მესი მეფეთა მეფეა......

    უდაოდ ნამდვილი განძია. არამარტო ბარსასთვის არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსათვის... :-* <3
    • 3
    • 12 იანვარი 2017 13:28
    • წევრი
    ციტატა: messi_iniesta
    la liga unda davibrunot isev.reals daewyeba chavardnebi da unda visargeblot.

    ლა ლიგის იმედი არ მაქ რეალი წაგებას არ აპირებს ხოდა ისე უქნია ტრაკში შეუთხრია ლა ლიგის თასი. ჩვენთვის მთავარი ლიგა და კოპა არის.
    • 2
    • 12 იანვარი 2017 12:44
    • წევრი
    მესი გენიოსი მეფე ღმერთი და ყველაფერი ფეხბურთის ბარსა საუკეთესო კლუბი ფეხბურთში!!!!!!! kissing_heart relaxed
    • 1
    • 12 იანვარი 2017 12:37
    • წევრი
    la liga unda davibrunot isev.reals daewyeba chavardnebi da unda visargeblot.
ინფორმაცია
საიტზე კომენტარის დატოვების უფლება გექნებათ რეგისტრაციის გავლიდან 30 დღის შემდეგ.