ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ

www.barcamania.ge

"ბარსელონამ" ესპანეთის თასის საპასუხო შეხვედრაში "ბილბაო" ანგარიშით 3-1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4-3 დაამარცხა და გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა. დაპირისპირების შემდეგ გახარებულმა ლუის ენრიკემ პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენ მეტოქეს ვაჯობეთ. კმაყოფილი ვარ საბოლოო შედეგითა და გუნდის ასპარეზობით. ისე ვითამაშეთ, როგორც დანარჩენ ბოლო მატჩებში. დაცვის ხაზიც და თავდასხმაც მაღალ დონეზე იდგა. ასეთი შეხვედრების დროს არ შეიძლება შეცდომის დაშვება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებდით. მეტოქეს ჰქონდა ერთადერთი შესაძლებლობა და გაიტანა, მაგრამ "ბარსელონამ" სიმშვიდე შეინარჩუნა და შექმნა ბევრად მეტი მომენტი. გუნდმა დღეს განსაკუთრებით ზუსტად ითამაშა. შეხვედრის ყოველ ეტაპზე კარგად გამოიყურებოდა: დასაწყისში, როდესაც მეტოქე ენერგიული იყო, მეორე ნახევარში, როდესაც პენალტმა მცირე შვება მოგვიტანა და "ბილბაოს" გოლის შემდეგ, როცა ყველაფერი გათანაბრდა. ვაგრძელებდით ხიფათის შექმნას და თავდაცვასას შეცდომებს არ ვუშვებდით. ეს მერვედფინალი რთული და დაძაბული იყო, მისი შედეგი კი - სამართლიანი. ჩვენ მეოთხედფინალში ვართ და შევხვდებით იმ გუნდს, რომელმაც ამ ეტაპზე თამაში დაიმსახურა. ბოლო დაპირისპირებებში მოწინააღმდეგეები ძალიან ცოტას აკეთებდნენ, მაგრამ მაინც გვიტანდნენ, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელების დახმარებით ეს წარსულში დარჩება. ახლა ზედიზედ უნდა გავიმარჯვოთ. გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს მაშინ, როდესაც თანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. დასწრება ძალიან კარგი იყო."

ლუის ენრიკემ შეაქო ლეო მესი: "როგორც ყოველთვის, მესიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა. იმედია აქ დიდხანს დარჩება. ის საუკეთესოა არამარტო გოლების გამო, არამედ იმის გამოც, რომ თამაშს შესანიშნავად კითხულობს, ყოველთვის ზუსტ მომენტს ირჩევს და მოედანზე გარშემომყოფებს აუმჯობესებს."

  • ავტორი: Més.que.un.Club
  • კომენტარი: 5
  • თარიღი: 12-01-2017, 11:39

კომენტარები (5)

    • 5
    • 12 იანვარი 2017 12:31
    • წევრი
    ლასპალმასტან მესის პოკერი და და ყენოს ერტ ი რობერტო ბუსი ინი იბიომატ და ვიდალი პიქე უმტი ალბა რაგაც ყლე ექსპერტებს რო სჰვება ჯობია ასე სცადოს

    გულს მირევს უკვე გომესი და დენისი ორივე მგონია რო ტამასჰს აპუჯე ენ
    • 4
    • 12 იანვარი 2017 12:23
    • წევრი
    busi ini roberto centrshi.idialuri iqneba.burts kargad ichers da kargi pasic aq

    mjeravs luchosi da ravqna.moxodavs gunds.jer yvelaperi winaa.
    • 3
    • 12 იანვარი 2017 12:01
    • წევრი
    Vidaliii dacvashi titqmis robertoaa didi araferiaa da robertoo shetevashi mainc vargaa mitooo ver risks as vidalis dayenebas isev robertoo urchevniaa da sworicaa...isee ki gvinda ertii Kai mcveli marjvnidan
    • 2
    • 12 იანვარი 2017 12:01
    • წევრი
    კოუტინიო

    სტეგენი (სილესენსი)ბელერინი პიქე უმტიტი(მასკე)ალბა(დინი) რობერტო(რაკეტა)ბუსკეტცი კოუტინიო(ინი)მესი სუა(პაკო)ნეი ასეტი სასტავიტ ბევრს მივაგწევტ რობერტო ნახევარდაცვასჰი მგელია ვაბუჯებტ მაგ ბიჯს მარჯვენა მცველად ტავდასხმა ყველამ ვიციტ რა მგლები გვყავს პაკო გაიხსნება სუას სჰეცვლის ზოგჯერ გავუსჰვატ არდა გომესი დენისი
  1. ამ რობერტოს მაგივრად დააყენე ვიდალი რა გაახურე საქმე ხო ხედავ რო რობერტო არ ვარგა ამ პოზიციაზე ეს დედა აფეთქებული.

    რას ერჩის ამ ვიდალს მაინც ვერ ვხვდები
ინფორმაცია
საიტზე კომენტარის დატოვების უფლება გექნებათ რეგისტრაციის გავლიდან 30 დღის შემდეგ.