გასპარი: "გონებით ენრიკეს ვემხრობი, გულით კი - პიკეს"

www.barcamania.ge

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა კატალონიური კლუბის წევრების, ლუის ენრიკესა და ჟერარ პიკეს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელმა არბიტრთა მიმართ, მათ მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა, მთავარმა მწვრთნელმა კი ესპანელი მცველის აზრი გაიზიარა და ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ჩივილი გამოსავალი არ არის.

"გონებით ლუის ენრიკეს ვემხრობი, ხოლო გულით კი - პიკეს. გასაგებია მისი რეაქცია.

გონება მკარნახობს, რომ მსაჯთა მიერ გაწეული სამუშაოს პატივისცემა აუცილებელია, მაგრამ როდესაც ფიქრს ვიწყებ, "ბარსელონას" მიმართ გრძნობებს ვეყრდნობი და ვხვდები, რომ ფეხბურთელს არბიტრის გაკრიტიკება შეუძლია."-ციტირებს გასპარის სიტყვებს Cope.

მოიწონე Barcamania Facebook-ზე


კომენტარები (2)

    • 2
    • 11 იანვარი 2017 18:02
    • წევრი
    იმის მაგივრად რო ბორთომეუმ უჩივლოს პიკე ჩივის მაგარი კაცია ძაან. ეს ბორთომეუ სუფთა პიტალოა
    • 1
    • 11 იანვარი 2017 17:43
    • წევრი
    მაგას ვამბობ ბიჯო მეც ამდენი ხანია ეგრეა ეს რა ! უნდა გააკრიტიკო როცა გასაკრიტიკებელია ! 1ხელ არაუუშავს მეორეჯერაც ? და ვფიქრობ დღეს უარბს ესი იქნება იმიტორო ფიფა აბაროტს აუღებს ბარსელონას და დიდი ჯახი გველის დიდი მონდომებით ველი თამაშს !!!
    I LOVE BARCELONA !!!
ინფორმაცია
საიტზე კომენტარის დატოვების უფლება გექნებათ რეგისტრაციის გავლიდან 30 დღის შემდეგ.