"ბარსელონა" - "ატლეტიკი" (პრევიუ)

www.barcamania.ge

12 იანვარს, ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი ხესუს მანსანო იქნება.

"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, უმტიტი.

მოქმედმა ჩემპიონმა 2017 წელს ორი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში ლუის ენრიკეს კოლექტივს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოგება სჭირდება.

პირველი შეხვედრა, რომელიც "სან მამესზე" 1 კვირის წინ ჩატარდა, მასპინძელთა მოულოდნელი წარმატებით დასრულდა. მატჩის ბედი პირველი ტაიმის 3-წუთიანმა მონაკვეთმა გადაწყვიტა, როდესაც მეტოქის კარი ადურისმა და უილიამსმა აიღეს.

შესვენების შემდეგ მესიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიუხედავად ბევრი შექმნილი შანსისა, კატალონიელებმა მატჩი ვერ გადაარჩინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბასკები მოედანზე 9 კაცით იყვნენ დარჩენილები.

დრამატული შეხვედრის შემდეგ, გუნდებმა პრიმერა დივიზიონში განაგრძეს ასპარეზობა, სადაც ორივე მათგანი ფრეს დასჯერდა. "ბარსელონამ" "ვილიარეალთან" მატჩში (1:1) ერთი ქულა ლიონელ მესის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვა, "ატლეტიკისა" და "ალავესის" დაპირისპირება კი 0:0 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ბასკები მარცხთან ახლოს იყვნენ.

ლუის ენრიკეს ამაღამ გასამართ მატჩში შეუძლია ყველაზე ძლიერი კადრები გამოიყენოს, ერნესტო ვალვერდეს ირგვლივ კი სიტუაცია ძალიან მძიმედ განვითარდა. დისკვალიფიცირებული იტურასპესა და რაულ გარსიას გარდა, დღეს "ატლეტიკს" იერაი ალვარესი, ინიგო ლეკუე და ოსკარ დე მარკოსი დააკლდებიან.

აღინიშნოს უნდა ის ფაქტიც, რომ "ატლეტიკს" 2001 წლის ნოემბრის შემდეგ, "კამპ ნოუზე" არ მოუგია. დღევანდელ მატჩში ბასკებს გამარჯვების მოპოვება არ სჭირდებათ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათთვის ფრეც საკმარისია.

"ბარსელონას" წაუგებელი სერია საშინაო არენაზე "ატლეტიკის" წინააღმდეგ, 19 მატჩს ითვლის.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, მასკერანო, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, ნეიმარი.

"ატლეტიკი": ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტი, ეტჩეიტა, ბოვედა, ბენიატი, სან-ხოსე, ერასო, მუნიაინი, უილიამსი, ადურისი.

მოიწონე Barcamania Facebook-ზე


კომენტარები (2)

    • 2
    • 11 იანვარი 2017 17:09
    • წევრი
    აუცილებლად გავალთ შემდეგ ეტაპზე
    არ მჭირდება მრავალფეროვანი ვარცხნილობა ან ლამაზი სხეული, უბრალოდ გადმომიგდეთ ბურთი და განახებთ რა შემიძლია.
    ლიონელ მესი
    • 1
    • 11 იანვარი 2017 16:59
    • წევრი
    მიდით ბიჭებოოო <3
ინფორმაცია
საიტზე კომენტარის დატოვების უფლება გექნებათ რეგისტრაციის გავლიდან 30 დღის შემდეგ.