სერჟი რობერტო: „რონალდუ? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მესი - მსოფლიოში საუკეთესოა“

სერჟი რობერტო: „რონალდუ? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მესი - მსოფლიოში საუკეთესოა“

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, სერჟი რობერტომ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კოლეგა ლიონელ მესი, ბევრად აღემატება მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს - კრიშტიანუ რონალდუს. იტყობინება, RAC1

"რონალდუ? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. არ არის საჭირო ყურადღება "ოქროს ბურთს" მივაქციოთ. ამ ორი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება, ლეო წლებია გაცილებით მაღლა დგას." - განაცხადა, რობერტომ. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს რონალდუ რიგით მეოთხე "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    NickSoNNa_CuLe
    სტუმარი [?]
    #6 21 დეკემბერი 2016 16:30
    0
    ციტატა: leushaa
    მთელმა მსოფლიომ თუ იცის აბა ოქროს ბურთი მე მივეცი რონალდოს? ;დდ

    რონალდუ ოქროს ბურთს არ იმსახურებდა და ეს უეჭველი ვიცი რადგან მაგან კარის ხაზიდან გატანილი გოლების მეტი არაფერი არ გაუკეთებია. 3-4-5 წლის წინანდელი რონალდუ ამ რონალდუზე ბევრად უკეთესია და იმდროინდელი რონალდუს და მესის შედარება შეიძლებოდა მაგრამ ახლა შედარებაც არ შეიძლება რადგან მესი თავისი ფორმა შეინარჩუნა და რონალდუმ პირიქით ძალიან მოუკლო. 1 კაცს ძლივს ატყუებს ტიპი როცა ადრე 5-მდე კაცს ატყუებდა წელს მესი იმსახურებდა ოქროს ბურთს რონალდუ არა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 დეკემბერი 2016 19:26
    0
    მცველად სათამაშოდ ცოდოა ეს კაცი.
    Cule Forever
    სტუმარი [?]
    #4 20 დეკემბერი 2016 17:23
    0
    ამის დრობლინგებს რო ვუყურებ მეცოდება დაცვისთვის. დენისასაც მირჩევნია და გომესსაც ნახ მცველად
    Mr. Blonde
    სტუმარი [?]
    #3 20 დეკემბერი 2016 17:10
    0
    იყიდონ სასწრაფოდ მარჯვენა მცველი და ასწიონ ეს კაცი წინ -_-
    Fallen92
    სტუმარი [?]
    #2 20 დეკემბერი 2016 16:27
    0
    რონალდოს მიღწევებზე 2016 წელს თვალს ვერ დახუჭავ ადამიანი. ლიგაზე მთელი სეზონი ბუზებს ითვლიდა (ჯგუფურის გარდა) და საბოლოოდ, გინდ დინამო თბილისი ყოფილიყო, ვოლფსბურგთან ჰეთრიკით გუნდი სამარცხვინო გავარდნას გადაარჩინა და ნახევარ ფინალში გაიყვანა. ევროზე ნაკრები ასევე სირცხვილისგან იხსნა და ჯგუფიდან გაიყვანა, ისევე როგორც უელსთან მისი გოლით გავიდა გუნდი შემდეგ ეტაპზე. მსოფლიო საკლუბოზე ფინალში ვერაფერი ვერ გააკეთა მაგრამ მაინც გაიტანა 3 გოლი და მოაგებინა რეალს თასი. მოკლედ მესის თამაში ზედმეტად სხვა განზომილებაა უბრალოდ ბურთს რომ იღებს ყველა ელოდება რაღაცა სასწაულს და აკეთებს კიდეც მაგრამ როგორც აღმოჩნდა არ არის საკმარისი მისი ესეთი სასწაულები თუ შედეგი არ დაიდო და შედეგი კიდე ტიტულებია. რონალდომ შეიძლება ითქვას მთელი წინა სეზონი ეძინა მაგრამ ჰქონდა გამონათებები საჭირო დროს და სწორად მაგიტომაც დაუფასდა და მიიღო ოქროს ბურთი. ვიცი გუნდი და ნაკრები იმსახურებდა უფრო ოქროს ბურთს ვიდრე კერძოდ რონალდო, რადგან ბევრჯერ სხვამაც იხსნა რეალი წაგებას და გავარდნას ისევე როგორც პორტუგალიაში გუნდმა სახე გაიძრო და მოიგო ევროპა მარა მთავარი მოქმედი პერსონალი რა თქმა უნდა რონალდო იყო რადგან მარკეტინგულად რონალდო რონალდოა და თან რიგ მომენტებში გადამწყვეტი როლიც ითამაშა ამიტომაც ვთვლი რომ დაიმსახურა ოქროს ბურთი და შესანიშნავ წელს ვულოცავ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჰქონდა მიუხედავად ყველაფრისა :)) წელს ვნახოთ ლიგას ვინ მოიგებს მაგაზე იქნება დამოკიდებული ოქროს ბურთის პატრონის ვინაობა :)))
    leushaa
    სტუმარი [?]
    #1 20 დეკემბერი 2016 16:11
    0
    მთელმა მსოფლიომ თუ იცის აბა ოქროს ბურთი მე მივეცი რონალდოს? ;დდ