გოდინი: "სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია"

გოდინი: "სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია"

მადრიდის "ატლეტიკოსა" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი, დიეგო გოდინი დარწმუნებულია, რომ თანამემამულე ლუის სუარესს თავის პოზიციაზე ბადალი არ ჰყავს. გასულ სეზონში გატანილი გოლების წყალობით "ბარსელონას" ფორვარდმა ოქროს ბუცი მოიგო.

"სუარესი - მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია, ნომერ პირველი ცენტრალური თავდამსხმელი. ძალიან რთულია ლუისის წინააღმდეგ ბრძოლა.

ის ძალიან ჭკვიანია. სუარესი შესანიშნავად გადაადგილდება." - განაცხადა გოდინმა.

მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" რიგებში სუარესმა 9 მატჩი ჩაატარა. ურუგვაელმა 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    zura1988
    სტუმარი [?]
    #3 27 ოქტომბერი 2016 21:37
    0
    ვითომ აფასებს და როგორ დამპლურად ეთამაშება ბარსა ატლეტიკო რომ ხვდება....
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #2 27 ოქტომბერი 2016 20:55
    0
    ასვენებენ
    მწერალი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2016 20:44
    0
    სუას რა ჭირს ?