ვალდანო: "პიკემ ყველაზე დიდ სულელებს თავის გამართლების უფლება მისცა"

ვალდანო: "პიკემ ყველაზე დიდ სულელებს თავის გამართლების უფლება მისცა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ ნაციონალური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება შეუფერებელ დროს გაასაჯაროვა.

"ჟერარ პიკემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილების გასაჯაროებისთვის, შესაფერისი დრო ვერ შეარჩია. მან ამით ყველაზე დიდ სულელებს, თავის გამართლების უფლება მისცა.

მისი კრიტიკოსები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, არისტოტელეს სახელით გამოდიან და ბოღმას ანთხევენ. პიკეს ბრალი დასდეს იმაში, რაც რეალურად არ გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ გაზეთებმა, რადიოებმა და ტელევიზიამ მიზერული რაღაც გააზვიადეს." - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს Onda Cero.

ალბანეთთან მატჩში ჟერარ პიკე გამოვიდა მაისურით, სადაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების დროშის ზოლები არ იყო დატანილი. ამის შემდეგ ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

რეალობა ისაა, რომ პიკემ გრძელმკლავიანი მაისური ჩაიცვა, რაზეც ნაკრების დროშის ზოლები არ არის.

"ბარსელონას" მცველმა რამდენიმე გულშემატკივარზე ნაციონალისტის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ის ყოველთვის იბრძოდა კატალონიის დამოუკიდებლობისთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gioapakidze
    სტუმარი [?]
    #1 13 ოქტომბერი 2016 02:19
    0
    არადა სულ გრძელ მკლავიანს იცვამს