რაკიტიჩის, ალბასა და რაფინიას ინტერვიუ

რაკიტიჩის, ალბასა და რაფინიას ინტერვიუ

ორშაბათს კომერციული ხასიათის ღონისძიებაზე დასწრებისას "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, ალბამ, რაკიტიჩმა და რაფინიამ მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გასამართი მატჩი განიხილეს.

რაკიტიჩი

"ვიცით, რომ ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით."

"ლუის ენრიკეს მადლიერი ვარ. იგი მე მენდობა. სტატისტიკური თვალსაზრისით, ეს ალბათ ჩემი საუკეთესო სეზონია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვითარება იქნება მაისში."

რაფინია

"გასულ სეზონში მე ბევრი რამ ვისწავლე, ამ სეზონში კი თავს კომფორტულად ვგრძნობ როგორც ფლანგზე, ისე სხვა პოზიციებზე. ჩვენს შორის ჯანსაღი კონკურენციაა, რომელიც გვაძლიერებს."

ხორდი ალბა

მარცხენა მცველი "ბორუსიას" გულშემატკივრებისგან დიდ ზეწოლას ელის. გარდა შეხვედრისა, მან ისაუბრა სერჟი რობერტოსა და საკუთარ ფორმაზე.

"სერჟი რობერტო ჭკვიანია. მან იცოდა, რომ უნდა დაეცადა შესაძლებლობებისთვის და გამოეყენებინა ისინი. მართლაც, ისინი გამოჩნდნენ. კარგ ფორმაშია და მოგვწონს მისი თამაში."

"თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ პროგრესისთვის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #1 27 სექტემბერი 2016 20:56
    0
    წარმატებები ბიჭებოოო