ტერ შტეგენის დაბრუნება "ბორუსია პარკზე"

ტერ შტეგენის დაბრუნება "ბორუსია პარკზე"

"ბარსელონას" გერმანელი გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ალბათ ახლა საათებს ითვლის, სანამ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მწვანე "ბორუსია პარკს" დაუბრუნდება. გუნდი, რომელმაც ახალგაზრდა მეკარეს ყველაფერი მისცა იმისათვის, რომ დღეს ასეთი დონის მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, "ბარსელონას" უმასპინძლებს. შტეგენმა "ბორუსიაში" დაახლოებით 18 წელი გაატარა, 1996-2014 წლებში, სანამ კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ჩაირიცხებოდა.

იმ ამაღელვებელი და ცრემლებით სავსე დღიდან, როცა მშობლიური კლუბი დატოვა, უკვე ორი წელი გავიდა, და მალე პირველად დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად, მოწინააღმდეგის რანგში.

"ნამდვილად მინდა დაბრუნება, რადგან "ბორუსია" ჩემი ძველი სიყვარულია, და კლუბი, რომელიც ჩემს გულში მუდამ დიდ ადგილს დაიკავებს, მაგრამ ახლა მე 100%-ით "ბარსელონას" მოთამაშე ვარ და ჩემთვის მინდორზე სხვა გუნდი არ არსებობს." - განაცხადა ტერ შტეგენმა გერმანული კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

მარკი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" ჯერ კიდევ მაშინ მივიდა, როცა მხოლოდ 4 წლის იყო. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, იზრდებოდა, ყალიბდებოდა, სანამ, 2011 წელს, 18 წლის ასაკში, "კიოლნთან" მატჩში მისი დებიუტი შედგებოდა პირველ გუნდში (შეხვედრა 5-1 დასრულდა, "გლადბახის" გამარჯვებით).  ამ მომენტიდან 2014 წლამდე, სანამ ტერ შტეგენი "ბარსელონას" შეუერთდებოდა, "ბორუსიას" რიგებში "ბუნდესლიგის" 4 სეზონში 108 მატჩი ჩაატარა, ევროპა ლიგაზე კი 9 მატჩი. ამიტომ, გოლკიპერისთვის ეს "ბორუსია პარკზე" ჩატარებული პირველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი იქნება: "სტუმრების გასახდელში მომზადება ამ სტადიონზე განსხვავებული გრძნობა იქნება. მაგრამ მე პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და ჩემ კოლეგებთან ერთად კარგი თამაშის ჩვენებას შევეცდები 3 ქულის ასაღებად. ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის."

მეკარის დაბრუნება ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქის გუნდის ფანებისთვისაც განსაკუთრებული იქნება. მათი ემოციური გამომშვიდობება მარკის ბოლო მატჩზე, ახალგაზრდა გოლკიპერს არასდროს დაავიწყდება. "ბორუსიასთვის" ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდი, თუმცა "ბარსა" ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. "გლადბახის" დატოვება ადვილი არ იყო, მაგრამ კატალონიურ კლუბში თამაშის შესაძლებლობამ ყველაფერი გადაწონა."
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა კიპერმა "ბარსელონასთან" ერთად 2 ლა ლიგა, ერთი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ორი ესპანეთის თასი, ერთი ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #4 27 სექტემბერი 2016 17:16
    0
    შტეგო მაგრად უნდა ითამაშო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 სექტემბერი 2016 12:50
    0
    ციტატა: Ачи
    Гамаржобат квелас ме ак ахали вар да имедиа мимигебт

    Gაგიმარჯოს, მიღებული ხარ, რუსულად რატომ წერ?
    სტაჟიორი [?]
    #2 27 სექტემბერი 2016 07:41
    0
    ციტატა: SHOTAMESSI10
    გოლკიპერის რატომ წერთ? არ შეიძლება დაწეროთ მეკარე?

    ტავტოლოგიის თავიდან არიდების მიზნით
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 27 სექტემბერი 2016 02:31
    0
    გოლკიპერის რატომ წერთ? არ შეიძლება დაწეროთ მეკარე?