იასპერ სილესენის პარასკევი დღის განრიგი

იასპერ სილესენის პარასკევი დღის განრიგი

როგორც უკვე ცნობილია, იასპერ სილესენი ოფიციალურად გახდა კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, თუმცა მას ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე რამ გასაკეთებელი.

სილესენს ახლა დარჩა ის ფორმალური საკითხების მოგვარება, რასაც "ბარსელონას" ყოველი ახალი მოთამაშე აკეთებს.

ამიტომაც ახლა, სილესენის პარასკევი დღის განრიგს შემოგთავაზებთ. საათები მოცემულია ადგილობრივი დროით.

11:00 - გასაცნობ წვეულებაზე დასწრება პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუსთან ერთად.

11:30 - ფოტოების გადაღება "კამპ ნოუზე".

12:30 - პრესკონფერენცია სპორტულ დირექტორთან, რობერტო ფერნანდესთან და პროფესიონალური სპორტების დირექტორთან, ალბერტ სოლერთან ერთად.

მართალია ეს მისი გაწერილი განრეგის სიაში არ შედის, თუმცა შესაძლოა სილესენი 9:30 წუთზე, სავარჯიშო მოედანსაც კი ესტუმროს და ლუის ენრიკესთან ერთად, მთელს გუნდს შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ სილესენი "ბარსელონამ" 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა და მან კატალონიურ კლუბთან, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Boomer
    სტუმარი [?]
    #2 25 აგვისტო 2016 18:17
    0
    ციტატა: anribarsa
    ბოომერ ეს სურათი სად იდვა? ფოტოშოპის მამები არიან რა :D


    რავი დადეს უკვე :დ კარგად კი იცინის მეკარის ფორმაში :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 აგვისტო 2016 18:15
    0
    ბოომერ ეს სურათი სად იდვა? ფოტოშოპის მამები არიან რა :D