სილესენი ბარსელონაში გაემგზავრა

სილესენი ბარსელონაში გაემგზავრა

როგორც უკვე ცნობილია, ჰოლანდიელმა მეკარემ, იასპერ სილესენმა, ქალაქ ბარსელონას მიმართულებით მგზავრობა, პირდაპირ რუსეთიდან, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის დასრულების შემდეგ დაიწყო.

სილესენი, რომელმაც "როსტოვის" წინააღმდეგ დამარცხების შემდეგ აღიარა, რომ "აიაქსის" მაისურს ბოლოჯერ მოირგებდა, კონტრაქტის გაფორმებამდე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

კატალონიის "ბარსელონამ" ჰოლანდიურ გიგანტს, 14 მილიონი ევრო გადაუხადა მისი მეკარის სანაცვლოდ, სილესენი კი კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სილესენის ტრანსფერის აჩქარება, კლაუდიო ბრავოს მიერ კლუბის დატოვებამ და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მეკარის უკანასკნელ მატჩში "აიქსის" მაისურით, სილესენის კარი, როსტოველებმა 4-ჯერ დალაშქრეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 25 აგვისტო 2016 21:06
    0
    ამევასება ეს კაცი იმედია გაამართლებ იასპერ აბა შენ იცი არცერთი გოლი არ გაგეშვას bowtie
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 აგვისტო 2016 17:04
    0
    აბა შენ იცი!
    ika antimadridista
    სტუმარი [?]
    #3 25 აგვისტო 2016 16:23
    0
    წარმატებები აბა შენ იცი
    T-BLauGrana
    სტუმარი [?]
    #2 25 აგვისტო 2016 14:07
    0
    welcome
    boyvaso
    სტუმარი [?]
    #1 25 აგვისტო 2016 14:02
    0
    ესეც კარგია.ეხლა ვისზე გააკეტებს უპირატესობას ენრიკე?