ნეიმარი, ინიესტა და პიკე "ნაიკის" ახალ კამპანიაში

ნეიმარი, ინიესტა და პიკე "ნაიკის" ახალ კამპანიაში

"ბარსელონას" ვარსკვლავები, ნეიმარი, ხერარდ პიკე და ანდრეს ინიესტა Nike-ს ახალ კამპანიაში ჩაერთვნენ, რომლის სახელწოდებაცაა "შეუზღუდავი მომავალი."

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც სპორტის ვარსკვლავები პატარა ბავშვებად არიან წარმოდგენილნი. მათ შორისაა ნეიმარიც. ერთ-ერთ ეპიზოდში, მსახიობი ბობი კანავალე ამბობს: "შენ ვერ წყვეტ, როგორ დაიწყება შენი ისტორია, მაგრამ შენ წყვეტ, როგორ დასრულდება ის."

აქციას გამოეხმაურნენ ანდრეს ინიესტა და ხერარდ პიკე, რომლებმაც "ტვიტერზე" თავიანთი ბავშვობის ფოტოები დადეს.

[media=https://youtu.be/ivqhMxjV7j8]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    fredo
    სტუმარი [?]
    #2 27 ივლისი 2016 11:22
    0
    კაი იყო ნამდვილად!
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #1 27 ივლისი 2016 09:53
    0
    ნეიმარს რა მაგარი როლი ქონდა :D