ვიქტორინის კითხვები (25.07.16)

ვიქტორინის კითხვები (25.07.16)

წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-6 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge "ბარსელონას" მაისურით დააჯილდოებს.

ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.

 

პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ "ვიქტორინის პასუხები", ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.

გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.

პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, პირველ აგვისტოს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.

ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

 

კითხვები:

1. რომელი გუნდიდან გადავიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში"?

2. რომელ წელს დაიბადა დავიდ ვილია?

3. რომელი იყო ხერარდო მარტინოს პირველი ტიტული "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე?

4. რამდენი ტიტული მოიგო რონალდომ "ბარსელონასთან" ერთად?

5. რამდენჯერ მიიღო ლიონელ მესიმ წითელი ბარათი "ბარსელონას" პირველ გუნდში თამაშის დროს?

6. "ბარსელონას" რომელი ფეხბურთელი იყო ელჩად წარმოდგენილი სამხრეთ ამერიკაში, "ბარსელონასა" და Gilette-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დროს?

7. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა "ბარსელონას" მხრიდან პირველი გოლი ესპანეთის თასის 2013/14 წლების გათამაშებაში?

8. რომელმა მსაჯმა იმსაჯა "ელ კლასიკოში" 2014 წლის 25 ოქტომბერს?

9. რომელ გუნდთან წაგების შემდეგ დაითხოვეს ლორენცო სერა ფერერი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

10. რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა 1981/82 წლების სეზონში "ბარსელონას" მე-3000 გოლი ლა ლიგაში?

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.