"ლიონის" პრეზიდენტი: "გადაწყვეტილება უმტიტიმ უნდა მიიღოს"

"ლიონის" პრეზიდენტი: "გადაწყვეტილება უმტიტიმ უნდა მიიღოს"

ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა მისი გუნდის მცველის, სამუელ უმტიტის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ოლას თქმით, კლუბი ტრანსფერით დაინტერესებული არაა და გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

"ლიონს" ფეხბურთელების გაყიდვა არ ჭირდება. ყველაფერი უმტიტის სურვილზეა დამოკიდებული. ამბობდნენ, რომ ჩვენ ფინანსური პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს სიმართლე არაა. სამუელის გადაწყვეტილებას გაგებით ვეკიდებით, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერია. აჩქარებას არ ვაპირებთ, რადგან ფეხბურთელი ჩვენ გვეკუთვნის." - ციტირებს ოლას სიტყვებს Sport.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის მცველის "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვეტილია და ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Buffon
    სტუმარი [?]
    #2 23 ივნისი 2016 23:38
    0
    ხვალ თბილის დროით 22:45 წუთზე კამ ნოუზე გაიმართება რაგბში საფრანგეთის TOP 14 - ის ფინალი სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რასინგ მეტრო 92 და ტულონი (ტულონში თამაშობენ მამუკა გორგოძე , კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა). დადეთ ამაზე ინფო !!!
    Culé [?]
    #1 23 ივნისი 2016 19:06
    0
    Magari shustria, marcxena kraizec tamashibs, kargi dartyma aq, mgoni xaviers amoagdebs, amis erti goli macsovs saocari totenhems gautana. Etyoba samomavlod aketeben aqcensa