თურანი "ბარსელონაში" რჩება
მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი არდა თურანი მიმდინარე სეზონის შემდეგ კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, 29 წლის თურქმა ერთ-ერთი ჩინური კლუბის შემოთავაზება უარით გაისტუმრა. თურანი დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.
არდა თურანი "ბარსელონას" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა, ფიფა-ს სანქციების გამო, მან კატალონიური კლუბის მაისური 2016 წლის იანვარში მოირგო.
თურანმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]