"ბარსამ" "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის მე-100 თამაში მოიგო

"ბარსამ" "კამპ ნოუზე" ჩემპიონთა ლიგის მე-100 თამაში მოიგო

"ბარსელონასა" და "რომას" შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გამართული შეხვედრა კატალონიური გუნდისთვის საიუბილეო გამოდგა.

ლუის ენრიკეს გუნდმა იტალიელი სტუმრები 6:1 დაამარცხა. ეს მოგება ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 გამარჯვება იყო, რომელიც "ბარსამ" "კამპ ნოუზე" იზეიმა. კატალონიური გუნდი, ამ მხრივ, მე-2 ადგილზეა. პირველზე "რეალია", რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 148-ჯერ მოუგია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.