პუიოლი: "კატალონიელი ფეხბურთელების ერთგულებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს"

პუიოლი: "კატალონიელი ფეხბურთელების ერთგულებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს"

"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი მიიჩნევს, რომ ესპანელმა გულშემატკივრებმა კატალონიელ ფეხბურთელებს არ უნდა უსტვინონ, რადგან ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს ბოლომდე იხარჯებიან.

"არ მესმის, რატომ უსტვენენ პიკეს. ის ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ეროვნულ გუნდში ყოველთვის თამაშობდა. ის, ვინც პიკეს უსტვენს, შეცდომას უშვებს, თუმცა ხალხის აზრს პატივი უნდა ვცეთ.

კატალონიელი ფეხბურთელების ესპანეთის ნაკრებისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ნაკრებში თამაშის დროს ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.