"მილანს" ბრაიდას დაბრუნება უნდა

"მილანს" ბრაიდას დაბრუნება უნდა

იტალიური "მილანი" კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორის, არიედო ბრაიდას დაბრუნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

აპენინური პრესის ცნობით, გასულ შაბათს, 69 წლის საფეხბურთო ფუნქციონერმა "მილანის" ვიცე-პრეზიდენტთან, ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გამართა.

ცნობილია, რომ ბრაიდას, რომელიც "მილანში" 1986-2013 წლებში მუშაობდა, "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.