ის, რაც 1964 წლის შემდეგ პირველად მოხდა

ის, რაც 1964 წლის შემდეგ პირველად მოხდა

კატალონიის "ბარსელონამ" 2015/16 წლების სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს ლიდერობს და პრიმერა დივიზიონშიც მოწინავეთა შორისაა, მაგრამ აშკარაა, რომ კატალონიელები გასული სეზონის ფორმისგან ძალიან შორს არიან.

არის მოსაზრება, რომ კატალონიელთა ცუდი თამაშის მიზეზი ლიონელ მესის არყოფნაა, მაგრამ თავის მხოლოდ ამით მართლება რომ არ ივარგებს, ამაზე ერთი სტატისტიკური მონაცემიც მეტყველებს - "ბარსელონამ", სეზონის პირველ 12 შეხვედრაში, უკვე 20 გოლი გაუშვა. ასეთი რამ კი 1964 წლის შემდეგ პირველად მოხდა. აშკარაა, რომ ლუის ენრიკეს გუნდს დაცვაში თამაშის გაუმჯობესება მართებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.