ლუის ენრიკე: "დაუჯერებეულია, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ"

ლუის ენრიკე: "დაუჯერებეულია, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე "სევილიასთან" წაგებული თამაშის (2-1) შემდეგ რამდენიმე საკითხზე საუბრობს.

"ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები. თითქმის დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმში საშინელი 10 წუთი ჩავატარეთ.

მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ "სევილიას" მივულოცოთ მოგება და კარგი თამაში.

ჩვენი თამაში მატჩის გაკონტროლებაზეა დაფუძნებული. საუკეთესო შედეგები არ გავქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშებში ყველაფერი შეიცვლება.

ბედნიერი ვარ თუ არა, რომ ბევრი მომენტი შევქმენით? თუ აგებ, ბედნიერი არასდროს იქნები". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.