ლუის ენრიკე მესის თბილისისთვის ამზადებს

ლუის ენრიკე მესის თბილისისთვის ამზადებს

კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიზანია გუნდის ლიდერი ლიონელ მესი თბილისში, "სევილიას" წინააღდეგ ევროპის სუპერთასზე გასამართ მატჩში ათამაშოს.

მესი "ბარსელონას" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს სურდა, რომ მას დღეს "ფიორენტინას" წინააღმდეგ ეთამაშა. თუმცა, ლუის ენრიკემ ის ფლორენციაში არ წაიყვანა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ენრიკეს ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მას სურს, მესი 11 აგვისტოს თბილისში გასამართ მატჩს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.