სერხი რობერტო: "იმედი მაქვს ექვსივე ტიტულს მოვიგებთ"

სერხი რობერტო: "იმედი მაქვს ექვსივე ტიტულს მოვიგებთ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხი რობერტომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავის მომავალზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სეზონში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება.

"ეს არის ჩემი მესამე სეზონი "ბარსელონას" პირველ გუნდთან ერთად და მეორე ლუის ენრიკესთან ერთად. მინდა, რომ გასულ სეზონთან შედარებით მეტი სათამაშო დრო მქონდეს, მაგრამ ახლა მეტ პოზიციაზე შემიძლია ასპარეზობა და მეტი შანსი მაქვს. მრავალმხრივობას მეტი შესაძლებლობები მოაქვს. რა პოზიციაც არ უნდა მქონდეს ყველა შემთხვევაში დავეხმარები გუნდს.

როდესაც შევიკრიბეთ საუბარი მქონდა მთავარ მწვრთნელთან. მან მითხრა, რომ მენდობა. გუნდში აღარ გვყავს ჩავი, რაც ჩემთვის მეტი შანსია.

კლაუდიო ბრავოს გარდა ყველანი შევიკრიბეთ, ეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, წელს შევძლებთ ექვსივე ტიტულის მოგებას, რაც გარკვეული მიღწევა იქნება. მოხარულნი ვართ ახალი სეზონის დაწყებით. ყველას ოპტიმისტური განწყობა გვაქვს, ისეთივე, როგორც გასულ სეზონში." – განაცხადა რობერტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.