სუარესი: "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია"

სუარესი: "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია"

"ბარსელონას" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა თავის მომავალ კარიერაზე ისაუბრა. მან ასევე ერთმანეთს შეადარა ინგლისური და ესპანური ლიგები.

"მინდა კარიერა დავასრულო იქ, სადაც დავიწყე, კლუბ "ნასიონალში", მაგრამ ასევე მსურს როდესმე დავბრუნდე "აიაქსში".

MLS? ეს, კარგი არჩევანია, იქნებ ოდესმე ესეც მოხდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო და უფრო მოსწონთ ფეხბურთი, დაიწყო სტადიონების შევსება.

ვფიქრობ, ინგლისის პრემიერ ლიგა საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი "ბარსელონაა". მე ჩემს თავს არ მივიჩნევ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესოდ, მაგრამ ვთამაშობ საუკეთესო კლუბისთვის. ჩვენ კვლავ უნდა ვიბრძოლოთ. გვინდა, რომ გავხდეთ მსოფლიოში პირველი კლუბი, რომელიც ზედიზედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ეს მომავალი სეზონისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა." – განაცხადა სუარესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.