MD: "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" შეთანხმებას მიაღწიეს

MD: "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" შეთანხმებას მიაღწიეს

El Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" შეთანხმებას მიაღწიეს და ახალი სეზონიდან არდა თურანი კატალონიურ კლუბში იასპარეზებს. გამოსასყიდ თანხას 34 მილიონი ევრო შეადგენს, თანხა შეიძლება გაიზარდოს კიდევ 7 მილიონი ევროთი, ეს დამოკიდებული იქნება ნახევარმცველის შედეგიან თამაშზე.

თურანი შვებულებას ბოდრუმში ატარებს, იგი მალე ჩავა სტამბულში და შეხვდება თავის აგენტს, რათა დაგეგმონ შემდგომი სტრატეგიები. წყაროს ცნობით არდას სურს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ტელეფონის ნომერი.

საბოლოო გადაწყვეტილება, შეთანხმებასთან დაკავშირებით ხვალ, 6 ივლისს გახდება ცნობილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.