ბრავო კოპა ამერიკის საუკეთესო მეკარეა

ბრავო კოპა ამერიკის საუკეთესო მეკარეა

"ბარსელონასა" და ჩილეს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშების საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

ჩილე, რომელსაც ბრავო კაპიტნობდა, კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. 32 წლის მეკარემ ექვსივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. არგენტინასთან გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში, თერთმეტმეტრიანების სერიაში, მან ერთი დარტყმა მოიგერია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.